workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დევიდ ბექჰემს არტურო ვიდალის “ინტერ მაიამიში” წაყვანა სურს

დევიდ ბექჰემს არტურო ვიდალის “ინტერ მაიამიში” წაყვანა სურს

“ინტერ მაიამის” მფლობელს, დევიდ ბექჰემს თავისი გუნდისთვის “ბარსელონას” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი სურს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამერიკული კლუბი მენტალურად ძლიერ და ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელს ეძებს, ასეთად კი სწორედ ჩილელ ფეხბურთელს მოიაზრებს, რის გამოც, “კამპ ნოუზე” არსებულ სიტუაციას აკვირდება.

ცნობილია, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი 32 წლის მოთამაშის დიდი გულშემატკივარია და მისი დარჩენა სურს, თუმცა, “ბარსას” მომავალ ზაფხულში “მეფე არტუროს” გაყიდვა თითქმის გადაწყვეტილი აქვს. წყარო დასძენს, რომ ვიდალით მილანის “ინტერი” და “ნიუკასლ იუნაიტედი” კვლავ ინტერესდებიან.

“ინტერ მაიამი” ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა 2018 წელს დაარსა, 2020 წლიდან კი MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს.

არტურომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 31 მატჩში თავი 6 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში