ფეხბურთის მოყვარულთათვის ოპტიმიზმის მიზეზი ისევ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის კლუბები ვარჯიშებს 4 მაისისთვის განაახლებენ.
შესაბამისად, “ბარსასაც” მოუწევს სეზონის გაგრძელება, თუმცა, მატჩები საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით ჩატარდება. კატალონიური კლუბისთვის არცთუ ისე გრძელი სათადარიგო სკამი, შესაძლოა, პრობლემა აღმოჩნდეს.
Marca-ს ინფორმაციით, კიკე სეტიენი 6 ახალგაზრდა “ბარსელონელს” გამოცდის, იმის მიხედვით, შეუძლაით მათ თუ არა, რომ პირველ გუნდთან ერთად გააგრძელონ თამაში.
ამ ექვსი ფეხბურთელიდან ოთხს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის გამოცდილება აქვს. ესენი არიან: რიკი პუჩი, ალექს კოლიადო, რონალდ არაუხო და ანსუ ფატი. ხოლო დარჩენილი ორი მათგანი კი ინიაკი პენია და მონჩუ.
აღნიშნული წყარო ასევე ახსენებს, რომ “ბარსასთვის”, შესაძლოა, ახალგაზრდა ტალანტები მიუწვდომლები გახდნენ, იმ შემთხვევაში, თუ სეგუნდა B-ს სეზონი განახლდება. “ბარსელონა ბ-ს” პლეი ოფის მატჩები აქვს გასამართი.
ლა ლიგის სეზონის განახლება “ბარსას” გულშემატკივართათვის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. გუნდს 27 ტურის შემდეგ 58 ქულა აქვს და ცხრილში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.




პუჩი დროა უკვე რო დააწინაურონ🙃🙂
კარგი გადაწყვეტილებაა
თუ ვერაფერს მოიგებს ეს ახალგაზრდები მაინც ათამაშოს რაიცი იქნებ რომელიმე ვარსკვლავიც გახდეს