დიდი ალბათობით, “ბაიერნში” იჯარის ამოწურვის შემდეგ ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” აღარ დაბრუნება. Bleacher Report-ის ჟურნალისტი, დინ ჯონსი, ბრაზილიელის კარიერის გაგრძელების შესაძლო სცენარზე საუბრობს.
“ის “ბარსელონაში” აღარ ითამაშებს, “ბაიერნი” კი მისი შენარჩუნების სურვილს არ ამჟღავნებს.
ვფიქრობ, ლა ლიგაში დაბრუნება გამორიცხული არ იქნებოდა, მაგრამ ფინანსურად ამის შესაძლებლობა არავის აქვს. ამიტომ, ის იჯარით ინგლისში ითამაშებს. ვფიქრობ, “ტოტენჰემში”, “ჩელსიში” ან “ევერტონში”. მისი “ევერტონში” გადასვლა იმაზე რეალურია, ვიდრე წარმოგიდგენიათ”. – ამბობს ჯონსი.
კოუტინიოს კარიერის საუკეთესო წლები “ევერტონის” ყველაზე პრინციპული მეტოქის, “ლივერპულის” რიგებში აქვს გატარებული. ის აქ 2013-18 წლებში თამაშობდა.




დააყენონ ის იქ სადაც ყველაზე კარგია.. და რა გოლებსაც გაიტანს ეს იქნება ბონუსი ბარსელონასთვის.. და ნუ ითხოვენ გოლეადორობას.. ბუსკეცი გოლებით არ გამოირჩევა მაგრამ რამხელა როლს ასრულებს იდეალურად ართმევს მის საქმეს თავს.. ისეა იქნება კოუც.. პლიუს იქნება გოლებიც რაც კოუს კარგად გამოსდის..
თუ კიდე იჯარით გაუშვეს, ხელმძღვანელობა გამოიყვანეთ და ტიტვლები არბენინეთ მთელ ბარსელონაში)))))))))
ან გაყიდეთ ან დაიტოვეთ ))))
ევერტონში თუ გადავიდა და საღოლ ამას))))
პ.ს მე მაინც დარჩენა მინდა კოუსი, სეტიენი მოხოდავს ასე მგონია…
არანაირი იჯარა თუ ვინმეს უნდა იყიდონ თუ არადა დააბრუნონ უკან და ნახ დაცვაში ათამაშონ არტურთან და დეიონგთან ერთად ყველაზე იდეალური ეგ იქნება
ანცელოტი ამისგან მონსტრს დააყენებს , საუკეთესო მეპასე გახდება აი ნახავთ. რეალში ხამესს რა მაგრად იყენებდა და კოუტინიო უფრო კრეატიულია.
მეცოდება ევერტონისთვის თან არამგონია ლივერპულის პონტში ევერტონში გადავიდეს
მანჩესტერში თუ არ გადადის ლივერპულის გამო ევერტონში წავა???