დღითიდღე უფრო და უფრო იმატებს იმის შესაძლებლობა, რომ ალექსის სანჩესი მომავალ სეზონში კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელებმა ამ მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.
როგორც იტალიური სპორტული გაზეთი “La Gazzetta dello Sport” გვამცნობს, კატალონიელები უკვე შეხვდნენ ჩილელი ფეხბურთელის აგენტს და სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. შეხვედრა ჩილელის წარმომადგენელსა და ესპანური კლუბის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის “ნოუ კამპთან” ახლოს მდებარე სასტუმრო “პრინცესა სოფიაში” მოხდა. ეს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე, რომელშიც “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” მასპინძლობდა.
ჩილელი ფორვარდის საწყისი სატრანსფერო თანხა 30 მილიონი ევრო იქნება. ამ თანხის გადახდასთან ერთად კატალონიურ კლუბს მოუწევს, სხვა გრანდებს შეეჯიბროს, რომლებიც სერიოზულად ცდილობენ ამ ფეხბურთელის გადაბირებას. მათ შორის არიან მადრიდის “რეალი, “მანჩესტერ სიტი” და მილანის “ინტერი”.



