კატალონიური ”ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა ღვიძლზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მოედანზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
”ჩემი სიცოცხლის გამო ვნერვიულობდი, რადგან ორი გოგო მყავს. როცა დიაგნოზი დამისვეს მთელი ოჯახი დაძაბული იყო. ჩემი დაბრუნება ”რეალთან” მატჩში იმის ნიშანია, რომ გამოვჯანმრთელდი. ეს ემოციურად ძალიან დატვირთული მომენტი იყო. იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ჩემს დაბრუნებას ასეთი ოვაცია მოჰყვებოდა. რა თქმა უნდა მხარდაჭერას ვგრძნობდი, როცა საავადმყოფოში ვიყავი. სატელეფონო ზარების და წერილების მიღების შემდედ მივხვდი, რომ ხალხი ჩემს გამო ღელავდა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. მყავს მეგობრები, ოჯახი და ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, რომელსაც საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს” – აბიდალის სიტყვებს sport.es ციტირებს.
