სატრანსფერო პერიოდის მიმდინარეობისას, ივან რაკიტიჩის “ბარსელონადან” წასვლაზე ხშირად იწერებოდა. ხორვატ ნახევარმცველს, რომელსაც ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, არაერთ კლუბს უკავშირებენ.
Marca-ს ცნობით, ბოლო კლუბი, რომელიც რაკიტიჩს დაუკავშირდა, “ნაპოლია”. იტალიელებს ესმით, რომ ფეხბურთელის გადაბირების არც ისე დიდი შანსი აქვთ, მაგრამ მაინც აქტიურობენ.
32 წლის ფეხბურთელით მადრიდის “ატლეტიკოც” ინტერესდება. გამორიცხული არაა ივანის “სევილიაში” დაბრუნებაც.
თავის მომავალთან დაკავშირებით, 12 აპრილს, რაკიტიჩმა ასეთი განცხადება გააკეთა:
“მე კარტოფილის ტომარა არ ვარ. მინდა, იქ ვიყო, სადაც თავს დაფასებულად ვიგრძნობ. თუ ეს “ბარსელონაში” იქნება, მოხარული ვიქნები, ხოლო თუ არა, თავად გადავწყვეტ, ეს სად მოხდება”.




წინა წელს ინტერი 50 ს იხდიდა რაკიტიჩში…
ახლა 20 ზე წუწუნებენ))))
გაეშვათ და არც რაკიტიჩს აწუწუნებდნენ, არც ფანებს არც თვითონ იწუწუნებდნენ))))
ხოდა გაუცვალეთ ფაბიან რუისში