საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა, ისაუბრა იმ განცდებზე, რომელიც დაეუფლა დასმული დიაგნოზის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მას დაუდგინდა ღვიძლის სიმსიმნე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
“როდესაც ჩემი დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, ისე შემეშინდა, როგორც პატარა ბავშვს. არც კი ვიცოდი, როგორ მეთქვა ეს ყველაფერი მშობლებისთვის, რადგანაც ჩემი ცოლი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა ამის გაგონებაზე. თუმცა ემოციამ, რომელიც მაყურებლის მხრიდან წამოვიდა ჩემდამი, დაბუნების შემდეგ, ყველა კითხვაზე გამცა პასუხი. ნამდვილად არ იყო მარტივი რეაბილიტაციის კურსი. ყველაზე მეტად მაშინ ავივსე ემოციებით, როდესაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩემი დაავადების შესახებ. დღეში უამრავი წერილი მოდიოდა, სადაც მამხნევებდნენ, მეიბნებოდნენ რომ ვუყვარვარ და ა.შ. ახლა მე უკვე ძველებური აბიდალი ვარ, რომელსაც ყველაზე მეტად თავისი ოჯახი უყვარს და თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში”. დაასრულა ერიკ აბიდალმა.
