ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, RMC Sport-ის ინფორმაციით, “ლიონი” ზაფხულში სპორტული დირექტორის პოსტზე ერიკ აბიდალის კანდიდატურას განიხილავს.
ფლორიან მორისი, რომელიც ფრანგულ კლუბში სკაუტთა საბჭოს ხელმძღვანელი გახლდათ, სხვა კლუბში წასვლას გეგმავს. ლეგენდარულ ჟუნინიოს, რომელიც “ლიონის” ამჟამინდელი სპორტული დირექტორია, ძველი დიდების დასაბრუნებლად კლუბში სწორედ აბიდალი სურს.
“ლიონი” უახლოეს მომავალში აბიდალს ოფიციალური წინადადებით მიმართავს. 40 წლის ფრანგი “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტზე 2018 წლიდან მუშაობს.




მგონი ბარსას ფანი რომ არ ხარ აღარავის ეპარება ეჭვი, მესი ასე სძულდეს ბარსას ფანს ჯერ არ მინახავს, რა მოგწონს ამ გამოსლევებულში რაც ამან უაზროდ ტრანსფერები აკეთა 300 მილიონით აზარალა კლუბი
გაყიდვა არვიცი რამდენად შესაძლებელია მაგრამ ბართო რო ამის წასვლაში რაღაც ფულს გაჩითავს ეგ კი ვიცი :დ:დ
😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢 😢
მოგვაშორეეეთთ!!!
მე მგონი გვეშველა თან თუ რამოდენიმე ფრანგსაც გაიყოლებს ჯართის ფასადაც რომ ვერ ვყიდით.
წაიყვანეთ
და გაყიდვა არ შეიძლება? ერთი-ორი მილიონიც რო დაგვრჩეს ისიც ხეირია ამ უვარგისი დირექტორიდან.