ვალტერ ძენგამ, რაჯა ნაინგოლანის შესახებ საუბრისას, რომელიც მისმა “კალიერიმ” იჯარის წესით “ინტერიდან” დაიმატა, მილანური კლუბზე კომენტარი გააკეთა.
TeleLombardia-სთან ინტერვიუს დროს, მან თქვა, რომ გაკვირვებულია “ინტერის” გადაწყვეტილებით, რომელსაც ვიდალის დამატება სურ, მაშინ, როდესააც რაჯა ნაინგოლანის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.
“ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში გამოიყენებ. როდესაც გავიგე, რომ “ინტერს” ვიდალის დამატება სურდა, გამიკვირდა, რატომ, როდესაც მათ რაჯა ჰყავთ. მე ასე ვფიქრობ და ბედნიერი ვარ, რომ ის აქ მყავს, რადგანაც რაჯას გუნდზე დიდი გავლენა აქვს. თუ მას “ინტერი” “კალიარიში” კიდევ ერთი წლით დატოვებს, მე მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.” – აცხადებს “კალიარის” მთავარი მწვრთნელი.
ბელგიელმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. იმ შემთხვევაში, თუ “ინტერი” ვიდალს დაიმატებს, რაჯას იჯარით კიდევ ერთი წელი მოუწევს დარჩენა, ხოლო “ბარსასთვის” ლაუტაროს ტრანსფერში ჩილელის ჩართვა უპრიანი იქნება.




არავითარ შემტხვევაში ეს არსად არაა გასაშვები