Mundo Deportivo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ექს-ბარსელონელმა და ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, “ბარსას” ლეგენდა ჰარი პოტერს შეადარა.
“ინიესტა ჰარი პოტერივითაა. საოცარია, თუ როგორ ახერხებს, რომ უხილავად იცის, ვინ სადაა მოედანზე?”
“ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ეს წარმოუდგენელია.”
ლუჩო “ბარსელონას” 2014-2017 წლებში წვრთნიდა. ის მეორე მწვრთნელია, ვინც “ბლაუგრანასთან” ერთად ტრებლი შეასრულა.
მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კატალონიელებს 138 გამარჯვება, 22 ფრე და 21 მარცხი დაუგროვდათ. ენრიკეს თაოსნობით “ბარსამ” 9 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, ლა ლიგის ორი და ჩემპიონთა ლიგის ერთი თასი.




ჩემი საყვარელუ ფეხბურღელუ და მწვრთნელი უბრალოდ ჯიგრები ხართ. ინიესტას რაც შეეხება უბრალოდ შეუძლებელია დაწწრით გადმოვცე თუ რა კლასნია ანდრესი