workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
3 უდიდესი მითი ლეო მესის შესახებ

3 უდიდესი მითი ლეო მესის შესახებ

“მანჩესტერ იუნაიტედის”, “მადრიდის “რეალისა” და “იუვენტუსის” ბევრი ქომაგი თვლის, რომ ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არაა. ამის დასადასტურებლად მათ ძალიან არამყარი და აბსურდული არგუმენტები მოჰყავთ. ჩვენ სამ მათგანს გამოვყოფთ და ფაქტებით დავამტკიცებთ, რომ ეს ყოველივე სიცრუეა.

მესი არგენტინასთან ერთად ვერაფერს ახერხებს

ეს ყველაზე გავრცელებული არგუმენტია, რადგანაც მას მნიშვნელოვანი სანაკრებო ტიტული არ მოუპოვებია, თუმცა:

მესი 138 შეხვედრაში გატანილი 70 გოლით არის ყველა დროის საუკეთესო არგენტინელი ბომბარდირი.

მან 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა და ძალიან ახლოს იყო ფინალში გამარჯვებასთანაც.

არგენტინა ასევე ძალიან ახლოს იყო კოპა ამერიკის მოგებასთან, თუმცა, ორივე ფინალში “ალბისელესტეს” იღბალმა ზურგი აქცია.

ის მოსაზრება, რომ რონალდო უფრო დიდი ფეხბურთელია, რადგანაც მან 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ზედმეტად გადაფასებულია. კრიშტიანუმ მხოლოდ 2 გუნდთან, უელსთან და უნგრეთთან მოახერხა გოლების გატანა, ფინალი კი პორტუგალიამ რეალურად მის გარეშე მოიგო.

მესი დიდ მატჩებში იკარგება

ეს არგუმენტი ძირითადად ლეოს გასული წლების შედეგის გამო არის შეთხზული. მას ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში მეოთხედ-ფინალებში გოლი არ გაუტანია, თუმცა:

დავბრუნდეთ 2015 წლის ნახევარფინალებში, სადაც არგენტინელმა თავად გადაწყვიტა “ბარსა”-“ბაიერნის” წყვილს შორის გამარჯვებული.

გასულ სეზონში, ნახევარფინალში, “ლივერპულთან” შესრულებული დუბლი კატალონიელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ მესის გამოსარჩევი თამაშის უგულებელყოფა უსამართლობაა.

არგენტინელმა 2009 და 2011 წლებში მოგებულ ფინალებში გოლები გაიტანა და მადრიდის “რეალთან” ნახევარფინალში, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ბედი ლეგენდარული გოლით გადაწყვიტა.

ამასთანავე, მესის შედეგებს უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატში ნაკლებად ახსნებენ, სწორედ იგია “ბარსას” უკანასკნელი 8 ლა ლიგის ტიტულის მთავარი შემოქმედი.

ლეოს პრემიერ ლიგაში თამაში არ გამოუვიდოდა

ეს ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო არგუმენტია და მისი მცდარობის დასაბუთება მარტივია.

ლეომ ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი გაიტანა. რამ შეიძლება აფიქრებინოს ადამიანს, რომ მესის სტოკში, ცივ და წვიმიან ამინდში თამაში არ შეუძლია, მაშინ, როდესაც ცივ და წვიმიან საღამოს “ეიბართან” თამაშს შესანიშანავად ახერხებს?

ასევე ახსენებენ, რომ არგენტინელი “ბლაუგრანაში” საუკეთესოთა შორის საუკეთესო ფეხბურთელებით არის გარემოცული, მაგრამ თუნდაც “სიტიში” გადასვლის შემთხვევაში, მისი თანაგუნდელების საერთო დონე დიდად განსხვავებული ნამდვილად არ იქნება. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესი სხვა ნებისმიერ ჩემპიონატშიც ასეთივე პროდუქტიული იქნებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Albicelecte
    schedule 18 აპრ 2020, 14:23

    ნუ ეხლა ნაკრებს რაც შეეხება, 2007-ში რაღაც დაემართა გუნდს, ფინალამდე დაფრინავდა და ფინალშI უსახურად მისულმა ბრაზილიამ ის 1 მატჩი ჩაატარა და ფეხბურთებლი VS მვრთნელის თემამაც წამოიწია
    2014,2015,2016 ზედიზედ 3 ფინალი ხუმრობა საქმე ხომ არაა?!
    თანაც 2014 დაატებით დროში, მსაჯის ოდნავი, მაგრამ მაინც ხელწაკრული გერმანია, საათივით აწყობილი გუნდი რომელიც ბრაზილიას 7:1 ანადგურებს, კატოკივით ზედ უვლის, პორტუგალიასაც ცალი ფეხით ზედ წაა*****ს, ამ გერმანიასთან დ/დროში 0:1 აგებს უიღბლობის პონტში და მერე ზედიზედ 2-ჯერ 0:0-ზე პენალტებით, იმ ჩილესთან, რომელსაც იგივე ტურნირზე ამარცხებს
    შარშანდელი კოპა კიდევ იყო ბრაზილიური სამბა მსაჯებტან ერთად, მეტს არაფერს დავამატებ

    იყო ნაკრების კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ეს ცოტას არ ნიშნავს
    მით უმეტეს, 21 საუკუნეში სამხრეთამერიკული საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი მნივშნელოვნად დასუსტდა ევროპულის ფონზე, ამას ჰქონდა რიგი მიზეზები, სხვა შემთხვევაში სამხრეთ ამერიკიდან ევროპელები თასს ვერ წამოიღებდნენ

  • messi and iniesta
    schedule 18 აპრ 2020, 11:08

    მესსი საუკეთესოა და არ არის ისეთი მცირრე აზრიც რომელიც მე ამ აზრს შემაცვლევინებს

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 01:25

    მაგ ფრაზებით ფეხბურთის უცოდინრები მესის ჰეითერები და რონალდოს მსუნავები მოძრაობენ