Diario AS-ის ინფორმაციით, “ნაპოლის” ნახევარმცველის დამატებაზე “ბარსელონა” უფრო აქტიურად ფიქრობს.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალი” ესპანელის დამატების მთავარი ფავორიტია, კატალონიელების ინტერესი მასთან დაკავშირებით, კიკე სეტიენის მოსვლის დღიდან კიდევ უფრო გამძაფრდა.
“ლოს ბლანკოსისთვის” ნახევარდაცვის გაძლიერება საკმაოდ პრიორიტეტულია, შესაბამისად, ესპანელის ტრანსფერი მათაც სურთ.
Diario AS იტყობინება, რომ კატალონიელებისაგან განსხვავებით, მადრიდული კლუბი მნიშვნელოვანი სატრანსფერო თანხის შესათავაზებლად მზადაა. მათ იციან, რომ “ნაპოლი” ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობაშია და “ბეტისის” ყოფილი ფეხბურთელის აუცილებლად გაყიდვა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ისინი იტალიელებისგან არანაირ ფასდაკლებას არ უნდა ელოდნენ.
გარდა ამისა, ესპანელი ჯენარო გატუზოს გეგმებში მომდევნო სეზონშიც შედის. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფაბიან რუისი დიდი ალბათობით ნეაპოლში დარჩება.
ფაბიანი ხვდება, რომ მის სურვილზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იტალიური კლუბი მას მხოლოდ გამოსასყიდ თანხად, 100 მილიონ ევროდ, შეელევა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.




მაშინ როცა პუჩი, მორიბა და ა,შ კლასნი ფეხბურთელები იზრდებიან კიდევ. არ დაუტოვო შანსი მთავარ გუნდში თამაშის ტეხავს.
3 ახალგაზრდა გვეყოლება არტური ეს და ფრენკი. იდეალური ტრიოა მარა ახალგაზრდებს კაი 7-8 წელი ძირითადის შანსი უმცირდებათ. მარა ფაქტია გვჭირდება ეგ ბიჭი. სუსტი ცენტრი გვყავს. თორე ალენიაც ცოდოა და მატეუსიც
პარალელურად აუარზეც იჩალიჩეთ თქვე ტუპიაკებო უკლასნესი ბიჭია
ძალიან კლასნია, მაგრამ ამის მოყვნაა საბოლოოდ ხელის ჩაქნევაა ლა მასიაზე და გინდაც ბარსა-ბ ზე…
მაშინ როცა პუჩი, მორიბა და ა,შ კლასნი ფეხბურთელები იზრდებიან კიდევ. არ დაუტოვო შანსი მთავარ გუნდში თამაშის ტეხავს.