workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი: არ მინდა, რომ ჩემპიონები ასე გავხდეთ

კიკე სეტიენი: არ მინდა, რომ ჩემპიონები ასე გავხდეთ

თუ კორონავირუსის გამო იძულებითი შესვენება კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სხვა ქვეყნის ჩემპიონატების მსგავსად, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 

პრიმერა დივიზიონში ჩასატარებელი 11 მატჩი დარჩა, იმ შემთხვევაში კი, თუ ჩემპიონი სატურნირო ცხრილში ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით გამოვლინდება, ტიტულს “ბარსელონა” მიიღებს, მაგრამ იმის გამო, რომ მეორეადგილოსან “რეალთან” სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, ეს არც ისე სამართლიანად მიიჩნევა. 

Cadena Ser-მა “ბარსას” მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს, მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, შეკითხვა დაუსვა. 

“ბარსელონასთვის” ტიტულის გადაცემა ლოგიკური იქნება, მაგრამ ამ სიტუაციაში, შეიძლებოდა, სხვა გუნდიც ყოფილიყო. არ მინდა, რომ ჩემპიონობა ასე მოვიპოვოთ. ასეთ გამარჯვებას ჩვეულებრივად ვერ ვიზეიმებდი.

ვფიქრობ, რომ უფრო დიდი შანსია, დარჩენილი თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ყველას გვინდა, ეს სახალისო არ იქნება, თუმცა სანამ ვაქცინა შეიქმნება, სხვა გზა არ გვაქვს”. – განაცხადა სეტიენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 17 აპრ 2020, 23:48

    არც მე ეგეთი ჩმპიონობა

  • messi and iniesta
    schedule 17 აპრ 2020, 23:04

    რა დასამალია მეც არ მინდა ასეთი ჩემპიონობა