“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ამჟამად კი “მანჩესტერ სიტის” თავკაცის, პეპ გვარდიოლას დედის გარდაცვალებას “ბაიერნი” და “ბარსელონა” სამძიმრით გამოეხმაურა.
“ჩვენ “ბარსელონაში”, ღრმა მწუხარებით განვიცდით დოლორეს სალას გარდაცვალებას ამ მძიმე პერიოდში. გულწრფელად ვუსამძიმრებთ პეპ გვარდიოლას და მის ოჯახს.” – ნათქვამია კატალონიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში (ტვიტერზე)
“ძვირფასო პეპ, “ბაიერნში” ყველა ოჯახი გლოვობს თქვენთან და თქვენს ოჯახთან ერთად.” – ნათქვამია მიუნხენური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
გვარდიოლა “ბარსელონაში” ფეხბურთელის ამპლუაში 1990-2001 წლებში ასპარეზობდა, 2008-2012 წლებში კი მწვრთნელის რანგში მუშაობდა, 2013-2016 წლებში ესპანელი “ბაიერნს” ედგა სათავეში.




ვიზიარებ პეპ.ნათელში ამყოფოს დედაშენის სული.
😥😥😥😥😥😥😥
ვიზიარებ პეპ 🙁