Barcelona TV-სთან ვიდეო ჩართვის დროს, ფრენკი დე იონგმა რამდენიმე წუთით ფეხბურთელების მაისურების მცირე კოლექცია აჩვენა. კილიან მბაპეს მაისური მის ფავორიტთაგან ერთ-ერთი იყო.
“ეს მაისური ძალიან მომწონს, რადგან ამ დროს ჩემი პირველი სანაკრებო მატჩი ჩავატარე ნიდერლანდების რიგებში.”
რამდენიმე თვის წინ Le Parisien იტყობინებოდა, რომ “ბარსელონა” კილიან მბაპეს “კამპ ნოუზე” მოყვანით იყო დაინტერესებული. კატალონიელები, სავარაუდოდ, ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ, ფრანგი თავდამსხმელის დამატება კი მათთვის შესანიშნავი იქნებოდა.
თუმცა, მპაპეს მაღალი სატრანსფერო ფასი და მადრიდის “რეალის” მიმართ დამოკიდებულება აღნიშნულ ტრანსფერს შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, “ბლაუგრანა” ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ურუგვაელის შემცვლელის სახით ლაუტარო მარტინესს მოიაზრებს.
კილიან მბაპე ამჟამად ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად არის მიჩნეული. Transfermarkt-ზე მის სატრანსფერო ფასად 200 მილიონი ევროა მითითებული.




ნეტა მბაპე ბარსაში გადმოვიდეს :X