ლაუტარო მარტინესი დიდი ხანია ევროპული გრანდების სატრანსფერო დავის თემაა. “ბარსელონამ” ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ პრიორიტეტადაც მიიჩნია. კატალონიელების გარდა, მისით მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი. მიუხედავად ლაუტაროს გარშემო არსებული მსგავსი ციებ-ცხელებისა, ფორვარდს არგენტინაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის სიმძიმე არ დავიწყებია.
საჯარო საავადმყოფოებმა “პენიამ” და “მუნისიპალმა” ტვიტერის საშუალებით მადლობა გადაუხადეს “ალბისელესტეს” წევრს, მის მეუღლეს, აგუსტინა განდოლფოსა და მარტინესების ოჯახს გაწეული დახმარებისა და მნიშვნელოვანი დაფინანსებისთვის.
“დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება მივიღეთ, ლაუტარო მარტინესის, მისი მეუღლისა და ოჯახისაგან. ამგვარი სოლიდარობისთვის მე სამადლობელი სიტყვების გარდა არაფრის თქმა არ შემიძლია. მათ საჯარო საავადმყოფოების, “პენიასა” და “მუნისიპალისთვის” სამედიცინო ინვენტარი გადმოგვცეს.”
ზემოთ ხსენებულმა ბუენოს აირესის ჰოსპიტალებმა Covid-19-ით ინფიცირების 88 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. საერთო ჯამში არგენტინაში 1353 ინფიცირებული ფიქსირდება, საიდანაც 42 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.




ჯიგარსონ!
აბა რა❤❤❤❤ vamos argentina