workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
20 ადამიანი დაშავდა მატჩის შემდეგ კანალეტესზე

20 ადამიანი დაშავდა მატჩის შემდეგ კანალეტესზე

მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე, ”ბარსელონას” გულშემატკივრები კანალეტეს ბულვარზე შეიკრიბნენ და გუნდის ფინალში გასვლა იზეიმეს. გულშემატკივრების ეიფორია მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი იქნა დაკავებული, ხოლო 24 დაშავდა.

ხულიგნების გუნდმა ბოთლები დაუშინა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რამბლაზე მდებარე სასტუმრო ”ლიორეტეს” აივნებს, სადაც იმ ჟურნალისტების ნაწილი იყო განთავსებული, ვინც გულშემატკივართა თავშეყრას აშუქებდა. შედეგად, ჟურნალისტები იძულებულები გახდნენ სასტუმროში შესულიყვნენ. პრესის წარმომადგენლები არ დაშავებულან, თუმცა დაზიანდა მათი კუთვნილი ვიდეო-აპარატურა.

საერთო ჯამში, საავადმყოფოს ოცამდე დაშავებულმა მიაკითხა.

იხილეთ ვიდეო:  ეიფორია კანალეტეზე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში