workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA-მ “ბარსელონა” დააჯარიმა

UEFA-მ “ბარსელონა” დააჯარიმა

როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიამ UEFA-ს მესვეურებიც უსაქმოდ დატოვა და ისინი იძულებულნი იყვნენ ერთი თვის წინ გამართული თამაშები გაეხსენებინათ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, “ბარსელონა” და “ნაპოლი” 15-15 ათასი ევროთი დააჯარიმა. საქმე 26 თებერვალს ამ გუნდებს შორის ნეაპოლში გამართულ შეხვედრას ეხება.

“სან პაოლოზე”, გუნდებმა თამაში მცირედი დაგვიანებით დაიწყეს. სატელევიზიო კონტრაქტების გამო, UEFA ამ საკითხს სერიოზულად აკონტროლებს და შედეგად, ორივე გუნდი ფინანსური ჯარიმით დაისაჯა.

ამას გარდა, “ნაპოლი” გულშემატკივრების მიერ ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენების გამო, დამატებით 12 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში