მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალსი განმეორებითი მატჩი, სადაც კატალონიის “ბარსელონამ” ფრე “გააგორა” მადრიდის “რეალთან”. ეს შედეგი სავსებით აკმაყოფილებათ მასპინძლებს და შესაბამისად ფინალშიც გავიდნენ. მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა. პეპმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია ფინალში გასვლით და მისთვის დიდი პატივი იქნება, თუ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
“დიახ, ორი წლის წინ მე უკვე შევხვდი სერ ალექსს. ფერგიუსონი მუდამ ტიტულისთვის იბრძივს, ის სულ ახლოსაა ჩვენთან. მას სურს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგება. ჩემთვის, ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, დიდი პატივია მის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ასპარეზობა. ეს ერთგვარ გამოცდილებასაც შემსძენს, კარიერულს”. დაასრულა პეპ გვარდიოლამ.
