“ბარსელონა” ფინანსური კრიზისის წინაშეა. ლა ლიგის გრანდმა, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, უახლოეს თვეებში, შესაძლოა 100 მილიონით იზარალოს.
ვირუსის პრევენციის მიზნით, ევროპაში ფეხბურთი შეჩერებულია. “ბარსა” ბილეთების რეალიზებიდან და სამაუწყებლო კომპანიებისგან, პოტენციურ შემოსავალს კარგავს. ჩემპიონთა ლიგაზე კი ბონუსებს ვეღარ მიიღებს.
ანალოგიურ მდგომარეობაშია ყველა ევროპული გრანდი, მაგრამ “ბარსელონას” მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ კლუბი ხელფასებში ყველაზე მეტს ხარჯავს. სწორედ ამიტომ არ წყდება საუბარი ხელფასების შემცირებაზე.
Marca-ს ინფორმაციით, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი “ბარსელონა”, უახლოეს თვეებში, პლუს 100 მილიონი ევროთი იზარალებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ პოტენციური ზარალი, შესაძლოა, კიდევ 22-25 მილიონი ევროს ფარგლებში გაიზარდოს, იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგა აღარ განახლდება.
როგორც ჩანს, “ბარსელონაში” შექმნილ პრობლემებს, ევროპული გრანდებიც აკვირდებიან. მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაიერნი” ტერ შტეგენისთვის 100 მილიონს ამზადებს. გერმანელებს იმედი აქვთ, რომ “ბარსელონა” კრიზისულ სიტუაციაში, ასეთ შეთავაზებაზე უარს არ იტყვის.




უკვე დაიდო რო მიდის მოლაპარაკებები სადაც ჩანს ყველაზე მეტს მესი იმცირებს ხელფასსო დაიწერა.. არამარტო ბარსაში არამდედ ყველა ტოპ 5 კლუბში
ვინც უარზეა შეიმციროს ხელფასი გაეწუწოს გუნდიდან სუ რო მესი იყოს, ზოგიერთი გადაღძუებული დღეს ხვალ კარიერას მორჩება ან წაეწუწება გუნდიდან და მე მინდა რო ბარსამ ისევ მოიგოს ტიტულები რასაც გაკოტრებული ვერ იზავს, ამიტოა მაგათი ფინანსები მკიდია მაგარი გინდა კარიერის მერე ხელ გაწვდილები კამპნოუს შესასვლელთან მსხდარან, მთავარია ბარსა იყოს ხოდზე