სამუელ უმტიტის არასტაბილურობისა და ჟერარ პიკეს ასაკის მატების გათვალისწინებით, “ბარსელონა” ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერებაზე ზრუნავს და დიდი ალბათობით, ზაფხულში ახალ ფეხბურთელს დაიმატებს.
კატალონიელებს ორი მთავარი კანდიდატი ჰყავთ: დასავლეთ აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგი მოთამაშეები.
დაიო უპამეკანო
უპამეკანოს, “ბარსელონას”, უკვე დიდი ხანია, უკავშირებენ. “ლაიფციგს” შესანიშნავი სეზონი აქვს, დაიო კი გერმანული კლუბის მნიშვნელოვანი წევრია. შედეგად, ის არა მხოლოდ “ბლაუგრანას”, კიდევ არაერთი დიდი კლუბის ინტერესს იმსახურებს.
21 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად ძლიერია, ჰაერში კარგად თამაშობს და უკანა ხაზიდან ბურთის ამოტანაც შეუძლია. მოსალოდნელია, რომ უპამეკანო მალე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება. მას “ლაიფციგთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და “ბარსას” მისი შეძენა 60 მილიონი ევრო დაუჯდება.
ტანგი კუასი
უპამეკანოსთან შედარებით, კუასი არც ისე ცნობილი მოთამაშეა. 17 წლის მცველი “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში გამოდის და მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთაგან ორში გოლის გატანაც მოახერხა. მისი პლიუსი სტანდარტული სიტუაციების დროს ეფექტურობაა. გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, ტანგი მოედანზე საკმაოდ თავდაჯერებულია.
კუასის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ივნისში სრულდება, თუმცა მას პსჟ-სთან პროფესიონალური ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ აკავშირებს. ამიტომ, მისი შეძენა “ბარსელონას” გაცილებით იაფად შეეძლება.




რად გვინდა რომ?
ყველა ბარსას გასაზრდელი რატომ უნდა იყოს? საბავშვო ბაღად გადააქცია ბართომ, მერე მიზეზიც აქვთ – ვერ მოერგო ბარსასო.
უპამეკანო გვჭირდება.
კუასი იმპონტშია კაი რო პსჟს ვაზარალებთ😅 თორი კლასით უპამეკანო რათქმაუნდა.
ტოდიბო და არაუხოს რო მსიცენ დრო და შანსი არიქნება ურიგო არცერთი არგამოიყურება ცუდად
ორივე მოიყვანონ… კუასი მომავლისთვის პიკეს შემცვლელად და უპამეკანო ახლაა საჭირო ძირითად შემადგენლობაში. ტოდიბო და არაუხოც კარგად გამოიყურებიან, შეიძლება რამე გამოვიდეს მათგან… თუ არ გაყიდეს ორივე…
პსჟ ვინმეს გაგვატანს 🙂
რაის კუასი უპამეკანო მოაგვარებს პრობლემებს
Upamekano mshvenieri iqneboda
კუასი არა ლეღვი უპამეკანო მოიყვანეთ
უპამენკანო