workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”აბიდალი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა ის მზადაა, დაგვეხმაროს”

გვარდიოლა: ”აბიდალი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა ის მზადაა, დაგვეხმაროს”

კატალონიის ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ძალიან მოხარულია გუნდის მარცხენა მცველის დაბრუნებით, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალური მატჩის წინ, იტყობინება ესპანური გამოცემა ”ას”.

შეგახსენებთ, რომ აბიდალს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც მას სეზონის მეორე ნახევრის დიდი ნაწილი გაუცდა.

”აბიდალის დაბრუნება ჩვენთვის შესანიშნავი სიახლეა. მას ჰქონდა სიმსივნე, თუმცა ის უკვე ჩვენთანაა. ჩვენ საკადრო პრობლემები გვაქვს და კლუბის სამედიცინო პერსონალმა განაცხადა, რომ აბიდალი თავს კარგად გრძნობს. ის მზად არ არის 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის, თუმცა შეუძლია ჩვენი დახმარება. ასე რომ, აბიდალი დაბრუნდა!” –განაცხადა პეპ გვარდიოლამ პრეს-კონფერენციაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში