17 წლის ესპანელი ნახევარმცველი, პედრი, “ბარსელონას” ზაფხულში, “ლას პალმასიდან” შეუერთდება.
მოსალოდნელია, რომ ის პრესეზონს კატალონიურ გუნდთან ერთად გაატარებს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს: თუ აღმოჩნდება, რომ პედრი ძირითად გუნდში თამაშისთვის მზადაა, ის დარჩება, სხვა შემთხვევაში კი იჯარით ერთ სეზონს ისევ “ლას პალმასში” გაატარებს.
თუმცა, სხვადასხვა ესპანურ გამოცემაზე დაყრდნობით Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსასა” და პედრის სხვა ვარიანტიც აქვთ – ახლახანს, ფეხბურთელის იჯარით დამატების სურვილი ამსტერდამის “აიაქსმა” გამოთქვა.
“ლას პალმასი”, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ვერ დაბრუნდება, “აიაქსში” გადასვლის შემთხვევაში კი პედრი, პირველი დივიზიონის ტიტულისთვის ბრძოლასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებასაც მიიღებს.




ალენია უფასოდ ზე ტალანტი? ინიესტა 2 ყიდი გოგო? შენ ქერა იქნება უეჭველი
ალენია უფასოდ ზე ტალანტი? ინიესტა 2 ყიდი გოგო? შენ ქერა იქნება უეჭველი
ერთი შენ ხარ ჯორდანი 2 და მეორე ალენია ინიესტა 2 :დდდ მაგას რო იტყვი ტელევიზორი უნდა გამოგირთონ სამუდამოდ 😂
ჯერ გაიგე ვინ ვარ მერე ილაპარაკე შენ გოგო კი არა პროვოკაცია ხარ
ალენია უფასოდ ზე ტალანტი? ინიესტა 2 ყიდი გოგო? შენ ქერა იქნება უეჭველი
წაიყვანონ ესეც და პუჩიც
აიაქსში მაგარი იქნება!
კარგი იქნება აიაქსში 1 წელი
ლას პალმასში დატოვებას თუ სიმართლეა გაუშვან აიაქსში თუ არადა ბარსა ბში გაუშვან რაის ლას პალმასი