“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინში იმყოფება, Twitter-ის პირად გვერდზე გულშემატკივრების საინტერესო კითხვებს უპასუხა.
– როგორია შენი ჩვეულებრივი დღე კარანტინში?
– სახლში მეუღლესთან, დანისთან და შვილთან, ბენთან ერთად ვიმყოფები. დროის უდიდესი ნაწილის მშობლების რანგში გატარება გვსიამოვნებს. ყოველდღე ვვარჯიშობ, ვამზადებ საჭმელს, რაც ძალიან მიყვარს, ვალაგებ სახლს, ვსაუბრობ ოჯახთან, ვკითხულობ და რა თქმა უნდა, ვამზადებ ყავას.
– რა უფრო გაგაბედნიერებს: ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მამობა?
– მამობა ენით აღუწერელი ბედნიერებაა.
– რა არის შენი ჰობი?
– ყავის მომზადება დიდი ხანია მიტაცებს. ვცდილობ, ყოველდღე უკეთესი გავხდე. პროფესიონალი ჯერ კიდევ არ ვარ, მაგრამ ამაზე ვმუშაობ.
– ვინაა შენი საყვარელი გერმანელი ფეხბურთელი?
– ოლივერ კანი.
– ვინაა ყველაზე მხიარული “ბარსაში”?
– კონრეტულად ვინმეს დასახელება რთულია… გუნდში ასეთი რამდენიმე ფეხბურთელი გვყვავს. ჩვენ ერთად ბევრს ვიცინით.
– ვინაა საუკეთესო მომღერალი “ბარსაში”?
– მე ნამდვილად არ ვარ. საუკეთესო მომღერალი ფეხბურთში, ვისაც შევხვედრივარ, კევინ-პრინს ბოატენგია.
– რაზე ფიქრობდი, როდესაც “ბარსელონამ” პსჟ 6-1 დაამარცხა?
– ოჰ, რა საღამო იყო ყველა ჩვენგანისთვის! ასეთ მომენტებში ფიქრი შეუძლებელია. შენ, უბრალოდ, ბედნიერი ხარ!
– ვინაა ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?
– ასეთი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე რთული მეტოქე არიც ადურისია.
– ადამიანებს ფრენა შეუძლიათ?
– არა… თუმცა მე ვცდილობ, როგორც შემიძლია.
– მეკარე რომ არ ყოფილიყავი, რომელ პოზიციაზე ითამაშებდი?
– გოლების გატანა კარგი იქნებოდა. როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, თავდამსხმელი ვიყავი, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მეკარეობა ავირჩიე.
– რომელია შენი საყვარელი “კამპ ნოუს” მხარე?
– ფანების მხარდაჭერა ორივე მხრიდან ფანტასტიკურია. გამიმართლა, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრიბუნების გულშემატკივრებთან ახლოს ვთამაშობ. ჩემთვის ჩრდილოეთი ტრიბუნის ფანების ხმაური და შეძახილები დამატებითი სტიმულია.
ბოლოს ტერ შტეგენი გულშემატკირებს დაემშვიდობა და სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა: “მადლობა ყველას კითხვებისთვის. ასეთი ფორმატით ისევ შევხვდებით. ახლა გისურვებთ ყველას უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. გთხოვთ, პატივი ეცით რეკომენდაციებს და დარჩით სახლში. ერთად კორონავირუსის დამარცხება შეგვიძლია!”
kai kaci xar da albad male gaxdebi girseuli kapitani
ანდრეს ინიესტას შესახებ
"მიუხედავად იმისა, რომ ის იაპონიაში იმყოფება, ხშირად ვწერ. "ბარსაში" თავიდან მის გვერდით ვიჯექი… ესპანელი მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, ამის შესახებ ყველამ იცის.
დონ ანდრესი საუკეთესოა ყველაფერში.რო მახსენდება რა თაობა წავიდა კლუბიდან ცოტა არ იყის გული მიჩუყდება🙃
მესის წასვლის შემდეგ ვინც შენ სამკლაური არ გადმოგცეს ფეხები მოტყდეს.კაცი სული და გულია კლუბის არასდროს ნებდება მიეცით სამკლაური რა ეს დედა ნატირები ცალ .ვერა მესი გინდ ყოფილა გინდ არა:))
მისი მეუღლე იღბლიანია ასეთი პიროვნება რომ შეხვდა ცხოვრების მეგზურად.
დიდებული პიროვნება
იმაში ეჭვიც არ მეპარება რო ბარსაზე გიჟდება და საოცრად უყვარს, უბრალოდ ფულის გამო გუნდიდან წასვლა ძააან ცუდი ტონია…
მაგრამ კლუბმაც უნდა დააფასოს ის რასაც ტერი აკეტებს ბარსასთვის))) სულს და გულს დებს მატჩებში, კაპიტნადაც რომ იდეალურია)))
მაგრამ რად გინდა?! უჩლ ს თუ არ დადებს და წლის გუნდში არ იქნება,იქამდე ნოიერს დააყენებენ სულ ნაკრებში…
სანამ ბარსაში, ადგილობრივი ფეხბურთელები, მასზე მეტი სტაჟით იქნებიან, მაგას კაპიტნობა არ უწერია ეს კანონია. აუცილებლად კატალონური უნდა ისწავლოს თუ მაინც კაპიტნობაზე ოცნებობს.
მიუხედავად იმის რო მესის მერე ყველაზე მეტად ტერი იმსახურებს მაღალ ხელფასს, მაინც არ მსიამოვნებს ის ფაქტი რაც ხდება…
იმაში ეჭვიც არ მეპარება რო ბარსაზე გიჟდება და საოცრად უყვარს, უბრალოდ ფულის გამო გუნდიდან წასვლა ძააან ცუდი ტონია…
მაგრამ კლუბმაც უნდა დააფასოს ის რასაც ტერი აკეტებს ბარსასთვის))) სულს და გულს დებს მატჩებში, კაპიტნადაც რომ იდეალურია)))
მაგრამ რად გინდა?! უჩლ ს თუ არ დადებს და წლის გუნდში არ იქნება,იქამდე ნოიერს დააყენებენ სულ ნაკრებში…
1)შტეგენი
2)ობლაკი
3)ნოიერი