workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფირპო: “ბარსელონამ” გვთხოვა, ფორმა არ დაგვეკარგა

ფირპო: “ბარსელონამ” გვთხოვა, ფორმა არ დაგვეკარგა

ჟუნიორ ფირპო, სხვა ფეხბურთელების მსგავსად, კარანტინში იმყოფება. მოგეხსენებათ, COVID-19-ის ეპიდემიამ აუცილებელი გახადა, რომ ყველა პრესტიჟული ტურნირი გადაედოთ.

“ბარსელონას” განაპირა მცველი თვითიზოლაციის შესახებ საუბრობს:

“ამჟამად სახლში ვიმყოფები. გარეთ მხოლოდ ძაღლთან ერთად სასეირნოდ და მაღაზიებში გავდივარ. ამგვარად ყველა მოთამაშე იქცევა, რათა ჩვენს მშობლებს, მოხუცებს საფრთხე არ შევუქმნათ.

“ბლაუგრანას” წარმომადგენლებმა გვთხოვეს, რომ გვევარჯიშა, დიეტა არ დაგვერღვია და ფორმა არ დაგვეკარგა. რა თქმა უნდა, მცირედ ფორმიდან ამოვარდნა გარდაუვალია, რადგან ყველაფერი ადრინდელივით არ მიდის. პირადი სავარჯიშო მწვრთნელი მყავს, რომელიც მეხმარება და საქმეს მიადვილებს.

თავისუფალ დროს ჩემს ცოლთან, გოგონასთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად გავერთო,” – ციტირებს ფირპოს სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • BarcelonaFanTV
    schedule 20 მარ 2020, 08:51
    #2

    ფორმა რომ არ დაკარგო ჯერ ფორმაში უნდა იყო

  • M10 S9 D11
    schedule 19 მარ 2020, 22:48
    #1

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    დემბელეს მარტო ნეიმარის გამო დავთმობდი.რეალურად ნეიმარის სხვა განზომილებაა საერთოდ, რომელიც ძალიან გაგვაძლიერებს


    წინა სტატიაზე რო დაწერე დემბელე ვისაც მბაპეს ურჩევნიაო(ერთ-ერთი მათგანი მე ვარ და მაქვს მიზეზები რატომაც) ლაუტაროზე ესე აბუჩად ლაპარაკი არ გამიკვირდებაო აი ეხლა კითხვას დაგისვავ რატო უნდა მოიყვანოს ბარსამ 100 მილიონზე მეტი ღირებულების ლაუტარო რომელიც არც ფორვარდია და არც ვინგერი(ეგეთი გრიზმანიც გვყავს) და რომელსაც გოლების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს და რატო არ უნდა მოიყვანოს 60 მილიონიანი ვერნერი რომელიც სუფთა ფორვარდია და გოლების რეალიზაციის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს გუნდისთვის რომელია კარგი? შენ ხო თქვი რაც გუნდისთვის კარგია ის მირჩევნია მეცო