მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, მადრიდის “რეალმა” უმასპინძლა კატალონიის “ბარსელონას” და 2 უპასუხო გოლი გაუშვა. მათი ფინალში გასვლის შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ “სამეფო კლუბი” და მისი ფეხბურთელები დანებებას არ აპირებენ.
სერხიო რამოსი: “ჩვენ უნდა შევიცვალოთ საკუთარი მენტალიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ სიტუაცია ჩვენდა სასიკეთოდ უნდა შემოვაბრუნოთ. თუ ეს “ბარსელონამ” შეძლო, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ?”
გონსალო იგუაინი: “ჩვენ ბოლომდე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია სამშაბათის “კლასიკოზე”. ჩვენს წინაშეა უდიდესი შანსი, გავიდეთ და ვიასპარეზოთ “უეფას” ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვიბრძოლებთ სიცოცხლისთვის და არა სიკვდილისთვის, მთელი 90 წუთი განმავლობაში”.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მეორე შეხვედრა “კამპ ნოუზე”, გაიმართება 3 მაისს, სამშაბათს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, “საზოგადოებრივი არხის” პირდაპირ ეთერში.

