უფრო და უფრო მატულობს იმის შანსი, რომ “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის 18 მარტს ჩანიშნული დაპირისპირება დათქმულ დროს არ გაიმართოს, ან საერთოდ გაუქმდეს.
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ თუ თამაში გაიმართა, ის გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ესპანეთის, ასევე იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია თამაშის უვადოდ გადადებას ითხოვს.
ბოლო ცნონებით კი, საფეხბურთო კლუბებს იტალიიდან ესპანეთში ჩასვლის საშაულება არ აქვთ, რაც, ბუნებრივია, ნაპოლიზეც გავრცელდება. რამდენიმე წუთის წინ, “რომამ” გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, კლუბი “სევილიასთან” ხვალ სათამაშოდ ესპანეთში ჩასვლას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ესპანური მხარე იტალიიდან თვითმფრინავის მიღებაზე უარს აცხადებს. თუ მომდევნო ერთ კვირაში არაფერი შეიცვალა, იგივე სიტუაცია იქნება “ნაპოლის” თვითმფრინავის შემთხვევაშიც.




ავტობუსიიიი, ის კი არა მოურინიო რო აყენებს ხოლმე კარებში. აი ის ბარსა რო მილანში ჩავიდა და დედა გვეტირა.
ჩინელების დედებს რას მოუხნავ მილიარდნახევარი არიან, სად არის მაგის ძალ-ღონე.
კაროჩე რაა კაროჩე რააა
თუ ესპანეთი არ მიიღებს იტალიელ კლუბებს მაშინ იტალიური კლუბები უნდა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. თუ ესპანეთი მიიღებს და იტალია არ გამოატარებს არავის მაშინ ესპანური კლუბები უნდა გავიდნენ. ნაპოლის პრობლემაა არაა ესპანეთი რომ არ უშვებს და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მათ ეკუთვნით. მაგრამ სისულელა. სპეცრეისებით ჩამოვლენ ან გადაიდება.