ჟურნალისტებთან საუბრისას ჟოპზე მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ დაძაბულობაზე განცხადება გააკეთა:
“არჩევნების თარიღის შეცვლას არ ვაპირებ. ხალხმა მე 6-წლიანი ვადით ამირჩია, რომელიც 2021 წელს სრულდება და სწორედ ამ დროს იგეგმება ახალი არჩევნები. არსებული ვადის წარმატებით ჩამთავრება ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამომრჩევლისგან დაგვეკისრა.” – ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს Mundo Deportivo.
“ბარსელონას” პრეზიდენტის პოზიცია რამდენჯერმა შეირყა, განსაკუთრებით, მოედანს მიღმა მომხდარი სკანდალების შემდგომ. თავდაპირველად ლიონელ მესისა და ერიკ აბიდალს შორის მომხდარი კონფლიქტით, ხოლო შემდგომ სპეციალურად დაქირავებული პიარ-კომპანიის გამო, რომლის მიზანიც ბართომეუს იმიჯის გამოსწორება და საპირისპიროდ ჩავი ერნანდესის, ჟერარ პიკესა და თვით ლიონელ მესის მიზანმიმართული გაკრიტიკება იყო.
შეგახსენებთ, რომ კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არსებული პოსტი 2014 წლის იანვარში ჩაიბარა, რა დროის განმავლობაშიც “ბარსამ” ორი მწვრთნელი გამოიცვალა და სატრანსფერო კუთხით, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მხარჯველ კლუბად ტრანსფორმირდა.


კორონა მაინც შეუგდოს ვინმემ ეგება თავისით წავიდეს 😀 ამის მხარდამჭერებს ნეტა გუნდი უყვართ ? რასაც ეს მაიმუნობს იმის შემხედვარე ??/
იმედია ვერ მოიგებს ამ არჩევნებზე
სანე მინდა მე პირადად მარა ცოტა სახიფათოა ტრამვების გამო / ბერნარდო სილვაც შეიძლება
არა ძმა რა ბერნანდო სილვა ან ნეი უნდა დააბრუნონ ან სანჩო იდეაში ტექნიკური სწრაფი ტიპი გვჭირდება ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს ჩემი აზრით დღევანდელ ბაზარზე სანჩო და ნეი არიან კილიანს უბრალოდ არ გამოგვატანენ
სანე მინდა მე პირადად მარა ცოტა სახიფათოა ტრამვების გამო / ბერნარდო სილვაც შეიძლება