ესპანური ”ბარსელონა” დაინტერესებულია არგენტინული ”ლანუსის” მეკარის, ესტებან ანდრადუს შეძენეთ, გვამცნობს sport.
ანდრადუ არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრების ძირითადი და საკუთარი გუნდის მე-3 მეკარეა.
”ლანუსის” პრეზიდენტი, ნიკოლას რუსო მზადაა კატალონიელებთან მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ ის გეგმავს ფეხბურთელში არანაკლებ 4 მილიონი ევრო მიიღოს.
უახლოეს დღეებში ”ბარსელონას” ერთ-ერთი წარმომადგენელი უნდა გაფრინდეს არგენტინაში, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები შესაძლო ტრანსფერის შესახებ. შესაძლოა არგენტინაში ”ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა გაემგზავროს.

