როგორც იცით, კატალონიის მთავრობის სპორტის გენერალურმა მდივანმა, ჟერარ ფიგერასმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩისთვის “კამპ ნოუს” გულშემატკივრებისთვის დახურვა განიხილება.
ფიგერასის თქმით, განიხილება ალტერნატიული ვარიანტიც: მატჩზე მხოლოდ ის მაყურებლები არ დაიშვებიან, რომლებიც ბარსელონაში იტალიიდან ჩავლენ.
“ერთი ვარიანტი ისაა, რომ თამაში ფანებისთვის ღია იყოს, მაგრამ არა “ნაპოლის” გულშემატკივრებისთვის, რადგან ისინი რისკის შემცველი ქვეყნიდან მოდიან”. – ციტირებს მის სიტყვებს Standard.
კორონავირუსის გავრცელების გამო, სერია ა-ს საფეხბურთო მატჩები გადაიდო ან ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა. სავარაუდოდ, ასევე მოხდება ევროტურნირების იმ შეხვედრების შემთხვევაშიც, რომლებშიც იტალიური კლუბები მონაწილეობენ.
საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ უნდა გახდეს.




ასე სწორია
ძალიან კარგი მთავარია ბარსას ფანები იყვნენ სტადიონზე გავარტყი ნეაპოლელებს
რაღა იტალიელებს გადაეკიდნენ ყოველ კვირა 50 ათასი ჩინელი ტურისტი ესწრება ბარსას თამაშებს სადღა არიან კატალონიელი ფანები აბა))