workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი “სოსიედადთან” მატჩის შემდეგ

კიკე სეტიენი “სოსიედადთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, “რეალ სოსიედადთან” მატჩი (1-0) ჟურნალისტებთან შეაფასა. 

“თუ არ ვცდები, მათ ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ მოგებული, მათ შორის, “რეალთან”, “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. 

“სოსიედადი” ბურთით კარგად მუშაობს. მათ პრესინგის დაძლევა ადვილად შეუძლიათ და შემდეგ თამაშის გასაგრძელებლად შეტევაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. 

თუმცა, ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით და ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. 

პენალტის ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე. ყველაფერი სწრაფად მოხდა, ჩემი პოზიციიდან კი მოქმედება არ ჩანდა. 

“რეალთან” წაგება მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა გუნდი ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაშია და ძლიერია. 

ამ ტურში ჩვენ ძლიერი მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ, ახლა კი მადრიდელების ჯერია, რომლებსაც სევილიაში რთული გამოცდა ელით”. – განაცხადა სეტიენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Johan Cruyff 14
    schedule 08 მარ 2020, 13:51

    [quote=kaikaci][quote=Johan Cruyff 14]გილოცავთ 8 მარტს გოგოები ვინც ხართ , მრავალს დაესწარით და ბიჭებსაც გილოცავთ 6-1 მოგებას 3 წელი გავიდა <3[/quote]
    და ვისაც დაბადების დღე გვაქვს? 😁 ისე ესეთი დაბადების დღის საჩუქარი ატავის გაუკეთებია რაც 3 წლის წინ[/

    გილოცავ მაშინ დაბადებისდღესაც ნამდვილად კაი საჩუქარია )

  • M10 S9 D11
    schedule 08 მარ 2020, 13:44

    კიკე უაზროდ ბურთის გორაობას მორჩი და ცოტა ტაქტიკა დაგვანახე თორე ლიგაზე გადაგვივლიან

  • kaikaci
    schedule 08 მარ 2020, 11:06

    ციტატა: Johan Cruyff 14
    გილოცავთ 8 მარტს გოგოები ვინც ხართ , მრავალს დაესწარით და ბიჭებსაც გილოცავთ 6-1 მოგებას 3 წელი გავიდა <3


    და ვისაც დაბადების დღე გვაქვს? 😁 ისე ესეთი დაბადების დღის საჩუქარი ატავის გაუკეთებია რაც 3 წლის წინ

  • marco reus 11
    schedule 08 მარ 2020, 10:51

    ეჰ , მაგას ჯობია აღიარო რა სვარკასაც გვაყურებინე 80 წუთი. მარტო ათი წუთი ვარგოდა :დ

  • Johan Cruyff 14
    schedule 08 მარ 2020, 10:33

    გილოცავთ 8 მარტს გოგოები ვინც ხართ , მრავალს დაესწარით და ბიჭებსაც გილოცავთ 6-1 მოგებას 3 წელი გავიდა <3