workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნილმარი: “იმედი მაქვს, ერთხელაც ვითამაშებ “ბარსელონას” დონის კლუბში”

ნილმარი: “იმედი მაქვს, ერთხელაც ვითამაშებ “ბარსელონას” დონის კლუბში”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ვილიარეალის” თავდამსხმელმა, ნილმარმა, დიდი სურვილი გამოთქვა “ბარსელონაში” გადასვლაზე. მას იმედი აქვს, რომ მომავალში იასპარეზებს ისეთ გუნდში, როგორიცაა “ბლაუგრანა”. შეგახსენებთ, რომ “ბარსას” სკაუტები რამდენიმეჯერ დააკვირდნენ ნილმარის თამაშს, ამიტომ მისი ტრანსფერის საქმეც გადაწყდება საზაფხულო ფანჯარაზე.

 

“ვფიქრობ, გამაჩნია საკმარისი ძალა და ენერგია, რათა ჩემი თამაში გავაუმჯობესო, გავხდე უფრო პროფესიონალი. დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ერთ დღესაც გავხდები ისეთ მოთამაშე, რომელსაც მიიწვევენ მაღალი დონის კლუბში, როგორიცაა კატალონიის “ბარსელონა”. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და მათ შორის ჩემიც”. დაასრულა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, რომელიც ამჟამად “წყალქვეშა ნავების” ღირსებას იცავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში