არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ, ისაუბრა ლიონელ ანდრეს მესისა და საკუთარი თავის ერთმანეთთან შედარებაზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
კითხვაზე, მესი ჯობია თუ მარადონა, დიეგომ უპასუხა: “რატომ მესი და მარადონა? მე ჩემი კარიერა მქონდა, მესი კი თავის ეპოქას ჰქმნის. ისტორია განსჯის ჩემსა და მესის კარიერას. როდესაც დიდი ფეხბურთიდან წავა ლეო, აი მაშინ გავიგებთ რომელმა უფრო მეტს მიაღწია. ზოგს ჩემი თამაშის სტილი მოსწონს, ზოგს კი მართლაც ტალანტის – ლეოსი”. განაცხადა მარადონამ.
დიეგო არმანდო მარადონამ დიდი სიმპატიით მოიხსენია მესი და განაცხადა: “ჩვენ არ ვართ მეგობრები, თუმცა ლეომ იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დამირეკოს. მე და მესის შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მეგობრულად და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მაქვს მისთვის მიცემული”. დაასრულა ფეხბურთის ლეგენდამ, მარადონამ.
