workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენის მორიგი დაუჯერებელი მიღწევა

ტერ შტეგენის მორიგი დაუჯერებელი მიღწევა

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, “ხეტაფესთან” მოგებაში (2-1) ძალიან დიდი როლი ითამაშა. გარდა იმისა, რომ კარის ხაზზე საიმედო იყო, გერმანელი ფეხბურთელი გუნდის შეტევებში ისე იყო ჩართული, როგორც არასდროს.

Opta-ს ინფორმაციით, გუშინდელ მატჩში, ტერ შტეგენმა 69 პასი გააკეთა, რაც 2005/06 წლების სეზონიდან მოყოლებული, ლა ლიგაში მოთამაშე მეკარეების რეკორდია. მანამდე მსგავს ინფორმაციას არ ითვლიდნენ და არ ვიცით, ოდესმე უჯობნია თუ არა ვინმეს ტერ შტეგენისთვის.

69 გადაცემიდან 55 ზუსტი გამოდგა, 21 გრძელი პასიდან კი ადრესატამდე ცხრამ მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ “ხეტაფეს” მხრიდან ყველაზე მეტი პასის ავტორმა, დაკონამმა მხოლოდ 26 გადაცემა გააკეთა. მადრიდელთა მხრიდან ამ მაჩვენებლით 3 საუკეთესო ფეხბურთელს, ერთად, ტერ შტეგენზე სამით მეტი, 72 გადაცემა ჰქონდათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 16 თებ 2020, 19:39
    #10

    იმ 69-დან რო ორი მეტოქეს დაასვა ფეხზე და ბეწვზე გადავრჩით ისიც მიათვალეთ? ვის რათ უნდა მაგის პასები თუ საჯარიმოდან ვერ ამოდიან, ისეთს ეგ კაი ხანი ვერ გააკეთებს პირისპირ რო გაიყვანა გრიზმანი და ღირს იმათ რო ყოველთამაშში ცეცხლს ეთამაშოს? კაი ბატონო მაგან იპასაოს და მე რო შეგვ-რიან, მაგის გამო გაგახსენებთ.

    ციტატა: lukicha-barca

    ციტატა: ferreira10
    გუშინ მეორე გოლს რაღაც სასწაულით გადაარჩინა გუდი იმენა დონეა. და ცოდვაა ამ ბედოვლათების ხელში წინ რომ არიან ორმწკრივად განლაგებულნი.


    luzeri rom aris icodi shen? :)))

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    შტეგოოოო,შე მალუმას ჯალათოოო😂😂😂😂


    luzeri😂😂😂


    მაგ მომენტში, კიდევ ნახეთ. ეგ რო ბურთს იგერიებდა დამატებულზე კარის წინ ოთხი ხეტაფეს ფეხბურთელია და ორნი რობერტო და ბუსკეტსი მეკარის მოედანში. პიკეც, უმტიტიც, ფირპოც თერთმეტმეტრიანის წერტილიდან გაკვირვებულები იყურებიან, თითქოს უკვირთ, ნუ ხელი ჩაქნეული აქვთ გავუშვითო.

  • lukicha-barca
    schedule 16 თებ 2020, 19:13
    #9

    ციტატა: ferreira10
    გუშინ მეორე გოლს რაღაც სასწაულით გადაარჩინა გუდი იმენა დონეა. და ცოდვაა ამ ბედოვლათების ხელში წინ რომ არიან ორმწკრივად განლაგებულნი.


    luzeri rom aris icodi shen? :)))

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    შტეგოოოო,შე მალუმას ჯალათოოო😂😂😂😂


    luzeri😂😂😂

  • გიგა 8
    schedule 16 თებ 2020, 18:38
    #8

    მეფეა ისვე როგორც წინ მესი ასევეა ტერ შტეგენიც თავის ადგილას საუკეთესოა მარტო ფეხითაც არ თამაშობს ესე კარგად 💙 💙

  • ferreira10
    schedule 16 თებ 2020, 17:56
    #7

    გუშინ მეორე გოლს რაღაც სასწაულით გადაარჩინა გუდი იმენა დონეა. და ცოდვაა ამ ბედოვლათების ხელში წინ რომ არიან ორმწკრივად განლაგებულნი.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 16 თებ 2020, 17:53
    #6

    შტეგოოოო,შე მალუმას ჯალათოოო😂😂😂😂

  • Sdaead
    schedule 16 თებ 2020, 17:44
    #5

    ერთადერთი ვინც დრეს შტეგენს კონკურენციას უწევს,არის იან ობლაკი.ალისონიც საკმაოდ კარგია,მაგრამ მაგას ვან დაიკი ყავს წინ და ამდენი ეფექტური სეივი არ აქვს.ტერ შტეგენს.მარა შტეგენთან დაკავშირებით არის ერთი მომენტი.ბოლომდე რომ აღიაროს ყველამ,ერთი ევროპა ან მსოფლიო უნდა ჩაატაროს უმაღლეს დონეზე.იმედია მისცემს მაგიშ შანსს ლოვი.ერთი სანაკრებო ჩემპიონატი მაგრად ჩატარებული და ვეღარავინ შემოგვედავება.

  • M10 S9 D11
    schedule 16 თებ 2020, 17:40
    #4

    გუშინ რო ამან ბურთი გამოაძრო რავიცი ძმაო ამაზე ცუდი რა ნამუსით უნდა თქვა თუ მალუმა არ ხარ

  • QIROESTA
    schedule 16 თებ 2020, 17:16
    #3

    მაგარია შტეგო, სლე დაცვა როარა ვნახავდით ალისონის და კურტუას შედეგებს სარზე წამოვმულს

  • Magician
    schedule 16 თებ 2020, 16:31
    #2

    ტერ შტეგენს საგოლე გადაცემებიც აქვს <3

  • kaikaci
    schedule 16 თებ 2020, 16:22
    #1

    იქნება გერმანელია როჟა