workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რეალი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”რეალი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

პეპ გვარდიოლამ გვაჩვენა, რომ მიკროფონების წინ ის ”მეფე და ღმერთია”. მიუხედავად 0:2 გამარჯვების ”ბარსას” მწვრთნელი საკუთარ გუნდს ”უემბლიზე” ჯერ კიდევ ვერ ხედავს. წინ დარჩა სამშაბათს ”ნოუ კამპზე” გასამართი მატჩი.

”უემბლიზე”? ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი” – ასე უპასუხა გვარდიოლამ ჟურნალისტს, მაშინ როცა მოურინიო თავს იმართლებდა და ანთხევდა სიგიჟეს ”ბერნაბეუზე” საპრესკონფერენციო დარბაზში.

პეპი კი საწინააღმდეგოდ, იყო ძალიან გაწონასწორებული და ტაქტიკური: ”ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ლა ლიგის მატჩი ძალიან ახლოსაა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის განმეორებიოთ მატჩს უდიდესი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ” – ამბობდა გვარდიოლა.

მწვრთნელმა განაცხადა, რომ გააკეთა გადაადგილებები, რათა გუნდი თამაშიდან არ ამოვარდნილიყო, როგორც ეს თასის მატჩზე მოხდა: ”ჩვენი ვითამაშეთ უფრო გახსნილი ფლანგებით. ვიცოდით, რომ ბურთის ერთ დაკარგვას შეიძლება ძალიან დიდი ხიფათი მოეტანა”. ასევე მან თქვა, რომ პეპეს უხეშობის ეპიზოდი არ დაუნახავს.

იმ აპლოდისმენტების შესახებ, რომელითაც გვარდიოლა სამშაბათის პრეს-კონფერენციის შემდეგ ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს (სპორტის ინფორმაციისთ სასტუმროში დაბრუნებულ გვარდიოლას ფეხბურთელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ) პეპმა იხუმრა: ”ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა”.

პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. ის ამბობდა, რომ ”რეალი” უბრძოლველად ”ბარსას” ”ნოუ კამპზე” არაფერს დაუთმობს: ”გუნდი, რომელსაც 9 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული არასდროს ჩათვლის მატჩს წაგებულად. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს ბავშვობაში, ფეხბურთელობის და ახლა უკვე მწვრთნელობის დროსაც. ისინი არ ნებდებიან. ასევე მან აღნიშნა, რომ ”ბლაუგრანამ” კარგად აღიდგინა ფიზიკური და მორალური ძალები, რათა შეძლოს ”უემბლიზე” თამაში.

”მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ”

მწვრთნელმა დიდი თხოვნით მიმართა პრესის წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს იყვნენ ფრთხილები: ”ყველას ვთხოვ, პრესას, რადიოსადგურებს, რომ იყვნენ ფრთხილები და არ იფიქრონ, რომ ყველაფერი გაკეთებულია. არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს და თავი ”უემბლიზე” არ უნდა წარმოვიდგინოთ. მოდით ყველაფერს მშვიდად შევხედოთ. ჩვენ ფინალი არ მოგვიგია. ეს მხოლოდ პირველი მატჩია და ჩვენ 0-2 მოვიგეთ. 9 ჩემპიონთა ლიგა, საკმარისია მხოლოდ ამის თქმა. ვნახოთ როგორ გავაკონტროლებთ სიტუაციას განმეორებითი მატჩის წინ”.

მილოცვა გუნდს კარგი თამაშისთვის

გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ”ბერნაბეუს” საფარზე თამაშით კმაყოფილება გამოთქვა: ”ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგი მატჩი 11 ფეხბურთელის და 10 ფეხბურთელის წინაშე, რაც უფრო ადვილია. ვაკონტროლებდით მათ კონტრშეტევებს და მაღალ ბურთზე თამაშს. ბურთი მუდმივ კონტროლში გვქონდა და ველოდით მომენტს, როდის მოგვცემდა ლეო უპირატესობას. ეს კარგი შედეგია და მინდა გუნდს მივულოცო წარმატება”.

გვარდიოლამ გამოყო კეიტას და ვილიას კარგი თამაში და მათ შესახებ თქვა, რომ ”მათ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს”, ასევე გამოყო ბუსკეტსის თამაში, რომელიც ”ძალიან კარგად უმკლავდებოდა მადრიდელებს მეორე სართულზე”.

შექება მესის

”ბლაუგრანას” მწვრთნელმა აღნიშნა მატჩის გოლეადორის მნიშვნელობა: ”ის ამას პირველად არ აკეთებს. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ის ჩვენთანაა. 23 წლის ასაკში ის ”ბარსას” გოლეადორებში მე-3 პოზიციას იკავებს. ეს დაუჯერებელია. ეს სილამაზეა ჩვენი გუნდის და ფეხბურთის”.

”მოურინიოზე სათქმელი არაფერი მაქვს”

მოურინიომ ნამდვილი შოუ მოაწყო და დაადანაშაულა ”ბარსა” იმაში, რომ მსაჯების დახმარებით იმარჯვებს. ამჯერად გვარდიოლა მოურინიოსთან სიტყვების ომში არ ჩაერთო. ”რაიმეს ხომ არ იტყვით მოურინიოს სიტყვებზე” –  დაისვა შეკითხვა, რაზეც გვარდიოლამ უპასუხა: ”არა, არაფერს ვიტყვი”.

გერმანელ მსაჯზე, რომლის ქმედებას მოურინიო აკრიტიკებდა გვარდიოლამ განაცხადა: ”მსაჯი იღებს გადაწყვეტილებებს და აქ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ მოედანზე გამოვდივართ და ვთამაშობთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში