workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
COPE: კოპა დელ რეის ფინალის მასპინძელი ცნობილია

COPE: კოპა დელ რეის ფინალის მასპინძელი ცნობილია

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური წყაროს, Cadena COPE-ს ცნობით, კოპა დელ რეის ფინალის მასპინძელი ქალაქი უკვე გარკვეულია. 

სამეფო თასის გადამწყვეტ დაპირისპირებას სევილიის ოლიმპიური სტადიონი, “ლა კარტუხა” უმასპინძლებს, თანაც, არა მხოლოდ მიმდინარე სეზონში, არამედ კიდევ სამი წლის განმავლობაში. 

ფინალი 18 აპრილს გაიმართება, იქამდე მისასვლელად კი “ბარსელონას”, რომელიც ტურნირის ყველაზე წარმატებული მონაწილეა, მეოთხედფინალისა (სტუმრად “ბილბაოსთან”) და ნახევარფინალის მოგება მოუწევს. 

წინა სეზონში “ბარსა” ფინალამდე მივიდა, მაგრამ “ვალენსიასთან” 1-2 დამარცხდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 05 თებ 2020, 18:22

    ბილბაოს ვერ მოვუგებთ, დედა არ ყავს გუნდს.

  • nika 54
    schedule 05 თებ 2020, 14:23

    ესე იგი თუ მომდევნო სამი წელი სევილია ფინალში გავიდა სახლში ითამაშებს? საბჭოთა კავშირი გამახსენდა ყველა ფინალი რო მოსკოვში იმართებოდა და პირველ თასამდე დინამო 9 ჯერ იყო ფინალში, სადაც ძირითადად მოსკოვის გუნდები ხვდებოდნენ. ქართველები კი ყოველთვის ცუდად თამაშობდნენ გასვლაზე, განსაკუთრებით მოსკოვში.

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ეს რომელი სტადიონია? "პისხუანი" – ს გარდა სხვაცაა სევილიაში?


    ოლიმპიური ხო ეწერა, ოლიმპიური სტადიონი ნიშნავს ისეთ სტადიონს სადაც სარბენი ბილიკებიც არის და ფეხბურთის გარდა თითქმის ყველა სახეობაში ტარდება შეჯიბრებები. სირბილი იქნება თუ სიგრძეზე ხტომა, თუ ბირთვის კვრა, თუ სიმაღლეზე ხტომსა. პისხუანზე გინახავს სარბენი ბილიკები მოედნის გარშემო?

  • I.S.
    schedule 05 თებ 2020, 12:38

    გუნდს მიხედეთ თუ არა ფინალები მოგვენატრება

  • M10 S9 D11
    schedule 05 თებ 2020, 12:37

    კიდე კაი სადმე ანტარქტიდაზე რო არ ატარებენ მაგ ფინალს უეჭველი უნდა გავიდეთ ფინალში უეჭველიბუნდა მოვიგოთ კოპა

  • ferreira10
    schedule 05 თებ 2020, 11:58

    კაიa სადმე უდაბნოს უკანალში რომ არ დანიშნეს.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 05 თებ 2020, 11:56

    ეს რომელი სტადიონია? "პისხუანი" – ს გარდა სხვაცაა სევილიაში?