დღევანდელი წილისყრის დეტალები

დღევანდელი წილისყრის დეტალები

დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომლის დროსაც “ბარსელონას” მეტოქე გამოვლინდება.

გუშინ, 1/8-ფინალში გამსვლელი ბოლო 5 გუნდი გაირკვა. 5 თამაშიდან 4 მოულოდნელი, მათგან ერთი კი სენსაციური შედეგით დასრულდა – “კულტურალ ლეონესამ” მადრიდის “ატლეტიკო” გამოაგდო. ქვედალიგელებთან დამარცხდნენ ასევე პრიმერა დივიზიონის გუნდები “სელტა”, “ეიბარი” და “ბეტისი”.

1/8-ფინალში გასული 16 გუნდიდან მხოლოდ 10 არის პრიმერა დივიზიონიდან: “ოსასუნა”, “სევილია”, “ბარსელონა”, “ბილბაო”, “გრანადა”, “რეალი”, “ვალენსია”, “ვილიარეალი”, “სოსიედადი”, “ლეგანესი”.

სეგუნდა დივიზიონიდან მათ “სარაგოსა”, “ტენერიფე”, “მირანდესი” და “რაიო” შეუერთდნენ, ხოლო მე-3 ლიგიდან – “ბადახოსი” და “კულტურალ ლეონესა”.

წილისყრის წესების თანახმად, ქვედალიგელი გუნდები პრიმერა დივიზიონის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. პრიმერაში მოთამაშე დანარჩენი 4 გუნდი კი ერთმანეთს შეხვდება. შესაძლოა, ვიხილოთ “კლასიკოც”.

მერვედფინალური წყვილის ბედს ერთი მატჩი წყვეტს, რომელსაც უფრო დაბალ ლიგაში მოთმაშე გუნდი მასპინძლობს. ერთი ლიგის გუნდების შემთხვევაში, მასპინძელი გუნდის ვინაობა წილისყრით ირკვევა.

თამაშები 28, 29 და 30 იანვარს გაიმართება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 24 იან 2020, 15:28

    იმედია ვინმე წესიერს შევხვდებით მოედანი და განათება რო ჰქონდეს ნორმალური

  • LashaBarca
    schedule 24 იან 2020, 15:18

    მირჩევნია ვინმე ძლიერს შევხვდეთ. ამომძვრა იმ დღეს თვალები 😂😂😂

  • me da barca
    schedule 24 იან 2020, 14:34

    ვინმე ისეთი გუნდი, რომელსაც მინდვრის ნაცვლად ხალიჩა ექნება დაფენილი, განათება ლამპიონები და ეკონომ ნათურები. stuck_out_tongue_closed_eyes

  • Saba
    schedule 24 იან 2020, 13:39

    Atletiko vistan gavarda ddd innocent

    Barca moigebs welsac..

  • Alien 👽
    schedule 24 იან 2020, 13:37

    Badaxosa an leonesa gamoushvit, saertod ar minda seviliastan an realtan shexvedra

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 იან 2020, 13:30

    კამპნოუზე იყოს და ნებისმიერი მოვიდეს.

  • Clever liar
    schedule 24 იან 2020, 12:30

    იყოს ტენერიფე ან რაიო, მაგათ სტადიონები მაინც აქვთ :))