workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “გვარდიოლას სიტყვები არასწორად გაიგეს”

მასკერანო: “გვარდიოლას სიტყვები არასწორად გაიგეს”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ, განაცხადა, რომ მოახლოვებული “კლასიკოს” წინ, ორივე ბანაკში მატულობს დაძაბულობა, რაც ბუნებრივიცაა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ და ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წინ, მკაცრად გააკრიტიკეს ერთმანეთი.

 

“ძალიან მწყინს, რომ ფეხბურთზე სულ უფრო ცოტას საუბრობენ. ეს არის ისტორიული დაპირისპირება, რომელიც ძალიან დიდი ხანია არსებობს ესპანეთში. ეს ძალიან ცუდია, რადგანაც ფეხბურთს იგნორირებას უკეთებენ და კონცენტრაციას სხვა თემებზე ახდენენ. რაც შეეხება გვარდიოლას სიტყვებს მსაჯთან დაკავშირებით, არასწორად გაიგო ხალხმა. ჩვენ მშვენივრად გვესმის რაც იგულისხმა მან. პეპი არავის გაკრიტიკებას არ ცდილობდა”. დაასრულა ხავიერ მასკერანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში