workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თასზე “ბარსელონას” მომდევნო მეტოქე ხვალ გაირკვევა

თასზე “ბარსელონას” მომდევნო მეტოქე ხვალ გაირკვევა

ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მეტნაკლებად წარმატებით დაძლევის შემდეგ, “ბარსელონა” 1/8-ფინალში მეტოქის გარკვევას ელოდება.

სამეფო თასის მიმდინარე სეზონის ფორმატის თანახმად, ყოველი ეტაპის წინ წილისყრა უნდა ჩატარდეს. 1/8-ფინალების წილისყრა ხვალ გაიმართება.

თუ “ბარსელონა” ქვედალიგელ გუნდს შეხვდება, მაშინ სტუმრად ითამაშებს. თუ ორივე გუნდი პრიმერა დივიზიონიდან იქნება, მაშინ მასპინძელს წილისყრა გამოავლენს.

16 მერვედფინალისტიდან 11 უკვე ცნობილია. “ბარსელონას” გარდა, საუკეთესო 16 გუნდში ლა ლიგიდან “ოსასუნა”, “სევილია”, “ბილბაო”, “ვალენსია”, “რეალი”, “გრანადა”, “ვილიარეალი” და “სოსიედადი”, ხოლო სეგუნდა დივიზიონიდან “სარაგოსა” და “ტენერიფე” მოხვდნენ. დანარჩენი 5 გუნდი დღეს გამოვლინდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward