”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ 1/2 ფინალური მატჩის წინ უპასუხა ჟოზე მოურინიოს კრიტიკას და განაცხადა, რომ მეტოქის მოედანზე დამარცხება ურჩევნია და არა სიტყვების ომში.
”ის პეპს მეძახის, მე ვუპასუხებ. გასაგებია, როცა ის საუბრობს გუნდზე, კლუბზე ან მწვრთნელზე, მაგრამ ახლა მან ჩემი სახელი ახსენა. მე მას ვუპასებ: ეი ჟოზე… თუკი მოურინიო სახალხოდ ჩემზე საუბრობს და პეპს მეძახის მეც იგივეს გავაკეთებ.
ხვალ (დღეს) საღამოს ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ. მინდვრის გარეთ ის მთელი წელი იმარჯვებდა და მომავალშიც გააგრძელებს გამარჯვებას. კარგი. დატკბეს ის ამით, მე მას ამის საშუალებას მივცემ. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთზე. სპორტში ხან ვიგებთ, ხანაც ვმარცხდებით. ვხარობთ უმნიშვნელო გამარჯვებებითაც კი. ვცდილობთ ვითამაშოთ ისე, რომ მსოფლიოს ჩვენი თამაშით აღფრთოვანდეს და ამით ვამაყობთ.
შემიძლია ჩამოგიწეროთ სია, რითიც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ იქ ათასობით რამ ჩაიწერებოდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ”სანტიაგო ბერნაბეუ” და კიდევ სხვა რამ, მაგრამ ყველაფრის გარკვევას ჩვენ მოედანზე გვირჩევნია. შევეცდებით ფეხბურთი ისე კარგად ვითამაშოთ, რა დონეზეც შესაძლებელი იქნება.
ამ ოთახში (”რეალის” საპრესკონფერენციო დარბაზი) ის ნამდვილი ბოსია. აქ მას კონკურენტი არ ყავს, მეც არ შემიძლია მასთან შეჯიბრება. თუკი ”ბარსელონას” ისეთი მწვრთნელი სურს, რომელიც ამ ბრძოლაში ჩაერთვება ახალი მწვრთნელის მოძებნა გახდება საჭირო. ამ ბრძოლაში მე არ ჩავერთვები. შემიძლია ვისაუბრო ოლეგარიე ბუნკერენსეზე, რომელმაც ”ინტერთან” 1/2 ფინალური მატჩი იმსაჯა. შემიძლია ვისაუბრო მილიტოს თამაშგარედან გატანილ გოლზე, დანი ალვესზე არდადებულ პენატლტზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.
თუკი ”ბარსელონაში” სამწლიანი მუშაობის შემდეგ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვწუწუნებ, მაშინ სათქმელი არაფერი მაქვს.
მოურინიოსთან ერთად 4 წელი ვიმუშავე. ის მიცნობს მე და მე მას. ეს არის და ეს. არ ვცდილობ გამართლებას. ყოველთვის ვფიქრობდი, თუკი ვინმემ ვერ გაიგო ჩემი ნათქვამის გამოდის რომ ვერ ავხსენი სწორად, მაგრამ ახლა ამის გაკეთებას არ ვაპირებ. მე ვთქვი, რომ ფინალში მსაჯი დიდი ყურადღებით მუშაობდა. მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ მატჩის შედეგზე მცირე დეტალები ახდენენ მოქმედებას. ამას არ შეიძლება დაერქვას წუწუნი. იმ მატჩის შემდეგ ”რეალს” გამარჯვება მივულოცე” – განაცხადა გვარდიოლა.
გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიომ გუშინ პეპ გვარდიოლაზე განაცხადა, რომ ის მიეკუთვნება ისეთი მწვრთნელების რიგს, რომლებიც მსაჯს კარგი გადაწყვეტილებებისთვის აკრიტიკებენ.
ასევე ცნობლი გახდა, რომ გუშინდელი პრეს-კონფერენციის შემდეგ, როცა გვარდიოლა სასტუმროში დაბრუნდა მას ფეხბურთელები ოვაციით შეხვდნენ.


