თავის სადებიუტო შეხვედრაში “ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, საინტერესო ტაქტიკა გამოიყენა.
კატალონიურმა გუნდმა თამაში სამი მცველით დაიწყო, რაც ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობის დროს ხშირად ნამდვილად არ ხდებოდა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ერთად უკანა ხაზს ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი და სერჟი რობერტო ამაგრებდნენ. როცა გუნდი თავს იცავდა, მათ ჟორდი ალბა ეხმარებოდა, შეტევის დროს კი ის წინ იყო აწეული.
მოედნის ცენტრის კონტროლი სერხიო ბუსკეტსს, ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს ევალებოდათ, ანსუ ფატი კი ფლანგზე თამაშობდა. მეორე ტაიმში, ნახევარდაცვაში სამი ცვლილება განხორციელდა – თამაშში კარლეს პერესი, არტური და რიკი პუჩი ჩაერთნენ.
ლუის სუარესის არყოფნაში, სეტიენმა მოედანზე ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის სახით ორი ნომინალური ფორვარდი გაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, “ბარსელონამ” “გრანადა” მხოლოდ მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა.




კიკეს პირველი მატჩის პირველ ტაიმს ასე დავარქვათ: "ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა"!

მეორე ტაიმს კი – "რას ჰქვია არ გინდა, შედი ქალო ბუდკაშიოო"!..
..და წიხლით შეტენეს!
ვივა კიკეს, ვივა ბარსას, ვივა კიკეს "ტიკი-ტაკას"!
გრანდებთან ამ ტაქტიკის თამაშის შემთხევაში ასეთი კამანდა უნდა გაიყვანოს გუნდი
ტერ შტეგენი
პიკე-ლენგლე-უმტიტი
ს.რობერტო-არტური-ბუსკეტსი-დე იონგი-ალბა
მესი-გრიზმანი
ვიცოდი რომ ამ ტაქტიკას მიმართავდა. თუმცა ალბათ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედა და სამ ცენტრალურ მცველზე არ ჩაიციკლება, ის ხომ კონტე არაა ? )))
4-3-3 უნდა დააყენოს შემდეგ მატჩებში
ტერ შტეგენი
სემედუ—–პიკე—–უმტიტი—–ალბა
დე იონგი—-ბუსკეტსი—არტური
მესი—–გრიზმანი——ანსუ ფატი