workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბერნაბეუ” განსაკუთრებულია მესისთვის

”ბერნაბეუ” განსაკუთრებულია მესისთვის

”ბარსელონას” არგენტინელ ფორვარდს ”სანტიაგო ბერნაბეუსთან” არცთუ ისე ცუდი მოგონებები აქვს. აღნიშნულ სტადიონზე მესიმ ხუთი თამაში ჩაატარა ”ბლაუგრანას” მაისურით, აქედან სამი მოიგო, ერთი დაასრულა ფრედ და ერთში დამარცხდა. თუმცა, ბოლო სამ შეხვედრაში მესი აქტიურად ახერხებს მადრიდელთა კარის აღებას.

საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ცნობილ 2:6-ის დროს, ლიონელ ანდრეს მესიმ ორჯერ აიღო იკერ კასილიასის კარი. ”ბერნაბეუზე” გამართულ მომდევნო მატჩში ლეომ კვლავ მოახერხა გოლის გატანა. ბოლო შეხვედრაში კი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა ”რეალსა” და ”ბარსეონას” შორის, არგენტინელმა თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო და ანგარიში გახსნა.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა მესი ოთხშაბათს გოლის გატანას? შეგახსენებთ, რომ ამჯერად ”რეალი” და ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის ფარგლებში უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში