მოგეხსენებათ, ბოლო დროს აქტიურად იწერება ჩავი ერნანდესის “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
Onda Cero-ს ინფორმაციით, “ალ სადის” მთავარ მწვრთნელსა და “ბარსელონას” კაპიტნებს შორის საუბარი უკვე შედგა.
ჩავის ყოფილი თანაგუნდელები: ლეო მესი, ხერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი მას ურჩევენ, რომ “ბარსელონას” შემოთავაზებას დათანხმდეს.




აბა რა გგონიათ? 21-ე საუკუნეა, ყველას გვისმენენ
იმდენი იწერება უკვე მგონი მართლა მოდის
ვიღაცა კართან იყო მიყურადებული და მოისმინა ეს საუბარი?
ამათმა თუ უთხრეს უეჭველი მოვა ფინალის მერე
სუფთა ჭორ ნიუსია, სანდო ინფორმაციას ველოდები.
მომენატრება ვალვერდეს მომღიმარი სიფათი🤣🤣🤣