workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კოტ დივუარელი შემტევის შეძენისთვის იბრძვის

“ბარსელონა” კოტ დივუარელი შემტევის შეძენისთვის იბრძვის

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” 23 წლის კოტ დივუარელი შემტევი ნახევარმცველის, ჟერემი ბოგას შეძენას აპირებს. 

ბრიტანულ პრესაში გაჟღერებული ცნობების თანახმად, კატალონიურ გრანდს კონკურენციის გაწევა რამდენიმე კლუბისთვის მოუწევს. 

“სასუოლოს” მოთამაშის დამატება აქამდე მხოლოდ სერია ა-ს “ინტერსა” და “ნაპოლის” სურდათ, “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის “ევერტონში” გადასვლის შემდეგ კი ამ სიას პრემიერ ლიგის გუნდიც შეემატა. “ევერტონთან” ერთად, ბოგას შეძენით “ბრაიტონიცაა” დაინტერესებული. 

ჟერემი ბოგა 6 წლის განმავლობაში ლონდონის “ჩელსის” წევრი იყო, მაგრამ “”ლურჯების”” რიგებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 

ძნელი სათქმელია, ზუსტად რაში სჭირდება “ბარსელონას” ბოგას ტრანსფერი, თუმცა ცნობილია, რომ კატალონიურ კლუბს სხვა კლუბებთან უპირატესობა ექნება, რადგან მათ “სასუოლოსთან” აქამდე მიღწეული რამდენიმე შეთანხმების შედეგად ახლო კავშირი აქვთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • KING_BARCA
    schedule 07 იან 2020, 01:04

    პრინცმა ხო აგვაშენა,ეხლა ეს სად იპოვეს….მართლა მინდა დავაყენე ბარსელონას მთელი შტაბბინაა თუ რაცქვია რა,აი მოვაწყო იმენა და ვკითხო შ…გ ხომარ გაქვთ!?…..

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 06 იან 2020, 23:28

    მოაშორეეეთთ!!!!!!!

  • M10 S9 D11
    schedule 06 იან 2020, 22:43

    კიდევ ერთი 20 თეთრიანი იგროკი