workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “მოურინიო კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მსაჯი პორტუგალიელია”

გვარდიოლა: “მოურინიო კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მსაჯი პორტუგალიელია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის, იმსაჯებს პორტუგალიელი პედრო პროენსი. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.

 

“ჩვენ ვივარჯიშებთ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, რათა მივეჩვიოთ მაღალ ბალახს. “რეალი” ფავორიტია ოთხშაბათის მატჩში და ეს სიურპრიზი არავისთვის არ უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რაც შეეხება შეხვედრის არბიტრს, მოურინიო კმაყოფილი უნდა იყოს, რომ პედრო პროენსი პორტუგალიელია”. დაასრულა პეპ გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში