“ბარსელონადან” “ბეტისში” ცოტა ხნის წინ იჯარით გაშვებულ ფეხბურთელს, კარლეს ალენიას, შანსი აქვს, საინტერესო შემთხვევის მონაწილე გახდეს. ამისთვის საჭიროა, რომ მან სევილიელთათვის წლის პირველივე შეხვედრაში ითამაშოს.
21 დეკემბერს, “ბარსელონასა” და “ალავესს” შორის გამართულ შეხვედრაში, 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. 5 იანვარს, “ალავესი” ალენიას უკვე ახალ გუნდს, “ბეტისს” შეხვდება.
თუ ალენია 5 იანვარს გასამართ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, მაშინ ის, ლა ლიგაში, ზედიზედ 2 თამაშს ერთი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, თანაც, სხვადასხვა გუნდის მაისურით.
ვაა,ჩუმჩუმელა რეკორდსმენი

alavesis risxva xar globus.