workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “ბარსას” მაისურით 400 მატჩის ჩატარება დიდი პატივია”

ვალდესი: “ბარსას” მაისურით 400 მატჩის ჩატარება დიდი პატივია”

 

კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერმა, ვიქტორ ვალდესმა, შაბათს “ოსასუნას” წინააღმდეგ “ბლაუგრანას” მაისურით თავისი მე–400 შეხვედრა გამართა. მეკარე გამოტყდა, რომ ამით ძალიან ბედნიერია და სურვილი აქვს გააუმჯობესოს ასევე ცნობილი კარის დამცველის, ანდონი სუბისარეტას რეკორდი, რომლის ანგარიშზეც 410 მატჩია.

 

“ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. საერთოდ ასეთ ფაქტებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, თუმცა ეს ისეთი რიცხვია, ნამდვილად უნდა აღვნიშნო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამის გაკეთებაში დამეხმარა. ბედნიერი ვარ ისეთ დიდ მეკარეს რომ მივუახლოვდი, როგორიც ანდონი სუბისარეტაა. თუ შევძლებ მისი რეკორდის გაუმჯობესებას, მაშინ უფრო უკეთესი იქნება.” –განაცხადა ვალდესმა.

 

შეგახსენებთ, რომ ვიქტორი 2000 წლიდან 2003 წლამდე “ბარსელონა ბ”–ში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ პირველ გუნდშიც გადმოიყვანეს და აგერ უკვე 8 წელია დამაჯერებლად იცავს კატალონიელთა კარს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში