workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა

“ოსასუნასთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა, ახლა გუნდი მომზადებას “რეალთან” მატჩისათვის იწყებს. 

დღეს დილით “სიუდად ესპორტივაზე” პირველი გუნდის 16 წევრი, მათ შორის კარლეს პუიოლიც, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელები მონტოია და ტიაგო ვარჯიშობდნენ. ვარჯიში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ჟურნალისტებისათვის იგი მიუწვდომელი იყო.

გუნდი ლიგის თამაშისათვის ემზადება. ფეხბურთელებმა, “ჩემპიონთა ლიგის” ბურთებიც მოსინჯეს .

მადრიდში გამგზავრებამდე გუნდი კიდევ 2 ვარჯიშს გამართავს, ხოლო შემდეგ ტრადიციისამებრ გუნდი ივარჯიშებს მასპინძლის სტადიონზე, ანუ “სანტიაგო ბერნაბეუზე”. თამაში ოთხშაბათს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში