workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის კიდევ ერთი რეკორდი

მესის კიდევ ერთი რეკორდი

არგენტინელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც გუშინ “ოსასუნას” კარი აიღო, დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი. 23 წლის ვარსკვლავი გახდა ესპანური ფეხბურთის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ერთ სეზონში 50–ჯერ აიღო მეტოქის კარი. აქამდე რეკორდი 48 გოლი იყო, რომელიც ტელმო სარის ეკუთვნოდა. ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენარულმა ფეხბურთელმა ეს 60 წლის წინ გააკეთა.

 

რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელს, იქამდე მესის მთელი 16 გოლი აშორებს. 1948/49 წლების სეზონში უნგრელმა ფერენც დიაკმა 66–ჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა. იგი იმ დროს “ფერენცვაროშში” თამაშობდა. ამასთან, მესისა და დიაკს შორის არის კიდევ 5 ფეხბურთელი, რომელთა ანგარიშზეზ 52–დან 56 გოლამდეა.

 

პრიმერა დივიზიონში ლეოს 5 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, თუ “ბარსა” ფინალში გავა მთლიანობაში 3 თამაში გამოვა. ასე და ამგვარად ამ სეზონში “ბლაუგრანა” მაქსიმუმ 8 შეხვედრას გამართავს და გამოდის, რომ მესიმ საშუალოდ დუბლი უნდა შეასრულოს თითოეულ მათგანში, თუ სურს საბოლოოდ ჩაეწეროს ისტორიაში, როგორც საუკეთესო რეკორდსმენი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში