workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ინტერი” ლაუტარო მარტინესის “ბარსელონაში” გაშვებას არ გამორიცხავს

“ინტერი” ლაუტარო მარტინესის “ბარსელონაში” გაშვებას არ გამორიცხავს

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა საინტერესო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, “ნერაძური” ლაუტარო მარტინესის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ თუ ფეხბურთელს წასვლის სურვილი ექნება, სიტუაცია შეიცვლება.

“ჩვენ “ინტერი” ვართ და ფეხბურთელების გაყიდვას არ ვსაჭიროებთ. გვინდა, მნიშვნელოვან ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად განვვითარდეთ, ისეთებთან, როგორებიც ლაუტარო და რომელუ ლუკაკუ არიან.

თუ ლაუტარო ჩვენთან დარჩება, ბედნიერები ვიქნებით. ამ მომენტისთვის, მისი მომავალი ჩვენ გვიკავშირდება. მაგრამ თუ ფეხბურთელი სხვა გზას აირჩევს, სიტუაციას შესაბამისად შევაფასებთ.” – ციტირებს მაროტას სიტყვებს Sport.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ზაფხულში “ბარსელონას” მთავარი სამიზნე ლაუტარო მარტინესი იქნება. 22 წლის არგენტინელმა გუშინ, “ბლაუგრანასთან” გამართული შეხვედრის დროსაც დაამტკიცა, რომ მას უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ზაფხულში ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Barca_MNS
    schedule 12 დეკ 2019, 18:18

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: BEQA BARCA
    ამას სუარესის ადგილზე განიხილავენ და სუარესის შემცვლელი გრიზი გვყავს. თუ ვინნეა მოსაყვანი მარცხენა ვინგერია.


    ხო 9 ნი არაა ტიპი და იგივე შეცდომას უშვებენ რაც კოუს და გრიზის შემთხვევაში დაუშვეს, როცა ორივე ნეიმარის შემცვლელად განიხილეს და მარცხენა ფლანგი მიაბარეს. ესეც არაა იმენა ცენტრფორვარდი და გაუჭირდება ბარსას სტილზე გადმოწყობა. მაგარი ბიჭია მომწონს, აგუეროს ვამსგავსებ მაგრად მარა ინტერი მოლაპარაკებაზე თუ არ წამოვიდა 111 მილიონის გადახდა სისულელეა. მაგ ფასად ბევრად მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვიყიდით პოზიციის მიხედვით. სანე მოგვივა, სანჩო მოგვივა და რავი ვინმე კარგი მაღალი დონის მარცხენა ფლანგელი. კრეატიული და ინდივიდუალისტი. ფატი კარგი ბიჭია მარა ჯერ მაგხელა პასუხისმგგებლობას ვერ მივცემთ. ნაკლებად დატვირთულ თამაშებში ბაზარი არაა უნდა იყოს


    ჩემი ძმა შე რო გაკვირდები სადაც ლაუტაროს ახსენებ იქ სულ იძახი ცენტრფორვარდი არააო , 10-იანი არისო:დ საუდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია იქნებ მითხრათ , მეც მაინტერესებს


    რად უნდა ინფორმაცია მაგას ტიპიური 9 იანია მაქისმუმ სექენდ ფორვარდი გრიზმანი რაცაა ფორვარდს უკან. 10იანია რო გაიძახიან ვერ ვხვდები მგონი 10იანი რა პოზიციაა არ იციან. ფლეიმეიქერს ვაბშე არ ევალება გოლები. მესი კოუტინიო დებრუინს და მსგავს ტიპებს (ცოტანი არიან ძაან) რატო ადარებენ ლაუტაროს ვერ ვხვდები (პოზიციურად)

  • M10 S9 D11
    schedule 12 დეკ 2019, 03:54

    არ გვჭირდება ეს არაფერში

  • Barca_MNS
    schedule 11 დეკ 2019, 21:37

    თავის დროზე ეფიქრათ ამაზე ახლა გრიზმანის გაყიდვა გაუჭირდებათ. არადა ჩემი აზრით ცენტრ ფორვარად ამას ალტერნატივა არ ყავს ერთადერთი მბაპე ჯობია რაღაც კრიტერიუმებით მაგრამ ეგ კრიტერიუმები ბარსას არც ჭირდება. სისწრაფის ხარჯზე წინ გადაგდებული ბურთზე თამაში როდსი იყო ბარას თამაში თორე რას ვერჩი. ეს იდეალურია, მოედნის ხედვა და კონტროლიაქ ტიპს რამდენი ხანი გინდ ლენგლეს გინდ უმტიტის ან ორივეს ერთად "აფორთხიალებდა" გუშინ. 1.74 სიმაღლეში ტიპი და კოპუსით ბურთს უფარავდა (სანამ საჭირო იყო თამაშის ტემპის მიხედვით) ორთაბრძოლა თითქმის ყველა მოიგო და ბოლომდე იბრძოდა + არგენტინელია მესისთან კარგად შეთამაშდება.22 წლისაა რაც მთავარია

  • Don_Andresito
    schedule 11 დეკ 2019, 20:30

    ციტატა: BEQA BARCA
    ამას სუარესის ადგილზე განიხილავენ და სუარესის შემცვლელი გრიზი გვყავს. თუ ვინნეა მოსაყვანი მარცხენა ვინგერია.


    ხო 9 ნი არაა ტიპი და იგივე შეცდომას უშვებენ რაც კოუს და გრიზის შემთხვევაში დაუშვეს, როცა ორივე ნეიმარის შემცვლელად განიხილეს და მარცხენა ფლანგი მიაბარეს. ესეც არაა იმენა ცენტრფორვარდი და გაუჭირდება ბარსას სტილზე გადმოწყობა. მაგარი ბიჭია მომწონს, აგუეროს ვამსგავსებ მაგრად მარა ინტერი მოლაპარაკებაზე თუ არ წამოვიდა 111 მილიონის გადახდა სისულელეა. მაგ ფასად ბევრად მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვიყიდით პოზიციის მიხედვით. სანე მოგვივა, სანჩო მოგვივა და რავი ვინმე კარგი მაღალი დონის მარცხენა ფლანგელი. კრეატიული და ინდივიდუალისტი. ფატი კარგი ბიჭია მარა ჯერ მაგხელა პასუხისმგგებლობას ვერ მივცემთ. ნაკლებად დატვირთულ თამაშებში ბაზარი არაა უნდა იყოს

  • BEQA BARCA
    schedule 11 დეკ 2019, 20:11

    ამას სუარესის ადგილზე განიხილავენ და სუარესის შემცვლელი გრიზი გვყავს. თუ ვინნეა მოსაყვანი მარცხენა ვინგერია.

  • o.dembele11
    schedule 11 დეკ 2019, 19:15

    კარგია მაგრამ დაშორდი ჯობია ან მბაპე, მბაპე არამგონია გადმოვიდეს ასე რომ რაშფორდი